— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
პოლიტიკა

„ნიკორას“ დირექტორი- როგორც წესი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები ხშირად ზარალითაც იყიდება, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური წვდომა- ჩვენი აქციები ისე იგეგმება, რომ თვის განმავლობაში თვის სამყოფი კალათა ხელმისაწვდომ ფასად იქნეს შეძენილი

„ნიკორას“ დირექტორი- როგორც წესი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები ხშირად ზარალითაც იყიდება, რათა უზრუნველვყოთ…

ფასდაკლების სიღრმეც, ინტენსივობაც, რა წილი გაიყიდება ფასდაკლებებში და იქნება თუ არა თვითღირებულებაზე ნაკლები ძალიან განსხვავებულია პროდუქტების მიხედვით- ამის შესახებ „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

მან ფასდაკლებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ხშირად სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც იყიდება, რადგან მომხმარებლებს მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ პროდუქტებზე.

„როგორც წესი სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები იყიდება მინიმალური მარჟინალობით და ხშირად ზარალითაც, შესაძლებელია თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც გაიყიდოს, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური წვდომა ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქტებზე. არის კატეგორიები, სადაც პრომოს წილი ძალიან მაღალია, შეიძლება ითქვას, უმეტესი ნაწილი პრომოში იყიდება და არის კატეგორიები, სადაც პრომოს მიმართ ელასტიურობა მინიმალურია და არ იყიდება, ამიტომ, ძალიან განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიების მიხედვით.
ჩვენი აქციები ისე იგეგმება, რომ თვის განმავლობაში თვის სამყოფი კალათა ხელმისაწვდომ ფასად იქნეს შეძენილი. ჯგუფდება ცილები, ცხიმები და ასე შემდეგ. ყველა კატეგორიაში თითქმის ყოველთვის გარკვეული აქცია არის“- განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.