ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ოპოზიციონერი პოლოტიკოსის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: “იმის გამო, რომ ივანიშვილს თავისი ეკასთვის, ცოტნესთვის, ბერასთვის დასჭირდა მილიარდების დამატება ჩვენგან წართმეულ არსებულ მილიარდებზე, აიღო და მიწა და მამული გაგვიყიდა, რაც არ უქნია არც ერთ ოკუპანტს, ეს გააკეთა მარტო ჭორვილ პუტინიჩმა.”
ჟურნალისტი ნათელაშვილს არაკაცს უწოდებს და მიუთითებს, რომ მისი გაკეთებული საქვეყნო საქმე არავის უნახავს და ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის ხსენებას მოეშვას.
“შენ ხარ არაკაცი შალვა ნათელაშვილო. ენით იფხან ზურგს, შენი გაკეთებული საქვეყნო საქმე არავის უნახავს და ბიძინას ხსენებას მოეშვი და დაბალ გაზზე გადადი!”- წერს ჯღარკავა.