— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ნინო ლაცაბიძე: მთელი ქალაქის სახელით გადავუხადეთ მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რუსთავი ამაყობს მათი წარმატებებით

ნინო ლაცაბიძე: მთელი ქალაქის სახელით გადავუხადეთ მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რუსთავი ამაყობს მათი წარმატებებით

რუსთავის სპორტის სასახლეში 2025 წლის წარმატებული რუსთაველი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში 33 სპორტსმენს, 4 გუნდს და 17 მწვრთნელს, 2025 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის, მერიის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია გადაეცა.

წლის საუკეთესო რუსთაველი სპორტსმენები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, რუსთავის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ავთანდილ ჭრიკიშვილმა დააჯილდოვეს.
2025 წლის საუკეთესო სპორტსმენებად უკვე მეორედ მოკრივე ლაშა გურული და ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი დასახელდნენ, რომლებიც სპორტის მინისტრმა და რუსთავის მერმა დააჯილდოვეს.

„სპორტის განვითარება, სპორტსმენებისთვის ღირსეული პირობების შექმნა, უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობის. თბილისი არენაზე, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა და მთელმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დროშას ყველაზე მაღლა წევენ ევროპის თუ მსოფლიო პირველობებზე. ჩვენც ვაგრძელებთ ამ ძალიან კარგ ტენდენციას და 2025 წლის საუკეთესო რუსთაველ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, მთელი ქალაქის სახელით ვუხდით მადლობას. 2025 წელს, ევროპის და მსოფლიო პირველობებზე 33-მა რუსთაველმა მოიპოვა ოქროს, ვერცხლის, თუ ბრინჯაოს მედალი. წლის განმავლობაში, რუსთავის მერიას, 130 სპორტსმენი და 17 მწვრთნელი სტიპენდიანტი ჰყავდა. ჩვენი პატარა ქალაქისთვის, ეს ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკაა. სტატისტიკის უკან კი ამ ადამიანების უდიდესი შრომა დგას. მთელი ქალაქის სახელით გადავუხადეთ მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რუსთავი ამაყობს მათი წარმატებებით”, -განაცხადა ლაცაბიძემ.

2025 წელს რუსთაველმა სპორტსმენებმა ხუთასამდე საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტურნირი წარმატებით დაასრულეს და ვერცხლის, ოქროსა და ბრინჯაოს სინჯის მედლები მოიპოვეს.

„თითოეულ რუსთაველ სპორტსმენს მინდა მივულოცო წარმატება და მომავალში არაერთი დიდი გამარჯვება ვუსურვო. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს იმისთვის, რომ ყოველ წელს აფასებს სპორტსმენების ღვაწლს”, -გ ანაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

ახალგაზრდების სპორტით დაინტერესების მიზნით, რუსთავის მერია წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალური სტიპენდიითაც უზრუნველყოფს. 2021 წლიდან დღემდე, სტიპენდიის ოდენობა 130%-ით არის გაზრდილი. 2025 წელს მერიამ წარმატებული მწვრთნელების სტიპენდირებაც დაიწყო. საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამარჯვებული სპორტსმენების რუსთაველი მწვრთნელები ყოველთვიურ ფულად ბენეფიტს იღებენ.

რუსთაველი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას, რუსთავის მერის მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ტიტულიანი სპორტსმენები, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ