— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის…

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე რაგბის ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ქალაქში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და ბავშვთა რაგბის განვითარების მიზნით, ახალი სტადიონის ბაზაზე, აკადემია დაარსდება. რუსთავის პირველი რაგბის მოედანი, წლების წინ, სწორედ ლომოურის ქუჩაზე იყო.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

„რუსთავში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია და ლომოურის ქუჩაზე, რაგბის კავშირთან ერთად, ახალი სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის დასრულების შემდეგ, აქ ბავშვთა რაგბის აკადემია დაარსდება, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი სახელოვანი სპორტსმენები აღიზარდოს ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ლომოურის ქუჩაზე, 8000 კვ/მ ფართობზე ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედანი აშენდება. სტადიონის გარდა, პროექტი ტრიბუნების, დამხმარე ნაგებობების, გასახდელების, საშხაპეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2 980 225 ლარია და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ