— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენიებაზე: ერთი წინადადებით მაინც აღენიშნა ოპოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არც შეიმჩნიეს, მათ ხომ საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა არ ახარებთ

ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენიებაზე: ერთი წინადადებით მაინც…

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგია.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულმა პოლიტიკამ და ჩინეთთან ნაყოფიერმა თანამშრომლობამ ქვეყანას მნიშვნელოვანი პოზიცია მოუპოვა რეგიონში, განსაკუთრებით ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტებისა და შავი ზღვის ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ფოჩხუას თქმით, ოპოზიციას ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, რაც, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის წარმატება მათთვის სასიხარულო ამბავი არ არის.

„სახელმწიფოს სწორმა და ნაყოფიერმა მუშაობამ ჩინეთის მიმართებაში, მნიშვნელოვანი შედეგი დადო. საქართველოში სტუმრადმყოფმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო რიგგარეშე პარტნიორად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში. ეს კი მიანიშნებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩინეთისთვის, როგორც ალტერნატიული მარშრუტები და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ჩვენი ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ და მუშაობამ საქართველო გახადა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ სივრცეში. ერთი წინადადებით მაინც აღენიშნა ჩვენს ოპოზიციას ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არა, არც შეიმჩნიეს, მათ ხომ საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა არ ახარებთ.“ – წერს ფოჩხუა.

მსგავსი სიახლეები.