რუსეთში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში ბევრი გაუგებრობაა. გაუგებარია თუ რატომ აიკრძალა სხვადასხვა ღვინის სახეობა და კიდევ ემატება, მაშინ როცა ქართული ღვინო გამოირჩევა თავისი ხარისხით, დაბალი ფასით და რაც მთავარია დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთის მოსახლეობაში – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, გამოდის, „სასურველ პროდუქტს გზას უკეტავს საკუთარი ხელისუფლება, სამაგიეროდ გზას უხსნის ბევრად ძვირ ევროპულ ღვინოებს, ისე რომ არ ითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს“.
„რუსეთში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში ბევრი გაუგებრობაა. გაუგებარია თუ რატომ აიკრძალა სხვადასხვა ღვინის სახეობა და კიდევ ემატება, მაშინ როცა ქართული ღვინო გამოირჩევა თავისი ხარისხით, დაბალი ფასით და რაც მთავარია დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთის მოსახლეობაში. გამოდის, რომ სასურველ პროდუქტს გზას უკეტავს საკუთარი ხელისუფლება, სამაგიეროდ გზას უხსნის ბევრად ძვირ ევროპულ ღვინოებს, ისე რომ არ ითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს.
ან ის შემოთავაზება, რომ დამეგობრდნენ უნივერსიტეტები და გაიცვალონ სტუდენტები, ეს ხომ რადიკალური ოპოზიციისთვის პირდაპირი დახმარებაა, რომ უფრო გააღვივონ ხელისუფლების პრორუსულობა, რომელიც აბსურდია. მე ასე მგონია, რომ უკვე ბევრი მიხვდა, სააკაშვილზე სასურველი პრეზიდენტი რუსეთს ჯერ არ ჰყოლია და მაქსიმალურად ასხამდა ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალს, რასაც სააკაშვილი მადლიერებით პასუხობდა, სტრატეგიული ობიექტების გადაცემითა და ქართული მიწის ოკუპაციით. ამას კიდევ დაემატა სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომ იგი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი დღიდან ემსახურებოდა რუსეთს, რადგან რუსეთის ძალისხმევით მოვიდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ ივანოვი “ვარდების რევოლუციის” დროს და სერგეი ივანოვი საპატიო ადგილას გამოჭიმული სააკაშვილის ინაუგურაციის დროს.
ასე რომ ჩამოიშალა ნაცების პროპაგანდა ქართული ოცნების პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყოფნა რუსეთის სამსახურში.“ – წერს ფოჩხუა.