— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე: იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ – რა ნახეს ისეთი, რითიც დააკნინეს ირაკლი კობახიძე?

ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე: იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა…

მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ,  –  წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

ფოჩხუას თქმით, გაუგებარია, რა ნახეს ოპონენტებმა ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრის ფოტოებზე ისეთი, რითაც ირაკლი კობახიძის დაკნინებას შეეცადნენ.

“მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ. და რა ნახეს ამ ფოტოზე ისეთი, რითაც დააკნინეს ირაკლი კობახიძე, რა შეატყვეს ასეთი, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფრად აგდებს ირაკლის, მე მგონი პირიქითაა, პრემიერი დაპატიჟებული იყო  მნიშვნელოვან სადილზე, რომელიც იმართებოდა ჰეიდარ ალიევის პატივსაცემად, ვიწრო წრეში, ასე რომ სულ ტყუილად წვალობთ, როგორც ჩემი საყვარელი ბებო იტყოდა, ყურებზე ხახვი არავის დააჭრათ,” – წერს ფოჩხუა.