— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. ყველაფერი 2022 წლის შემდეგ შეიცვალა- როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება

ნინო წილოსანი: დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის…

დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

წილოსანი ოპოზიციის ანტირუსული რიტორიკის ორმაგ სტანდარტებს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება.

“ისევ 2008 წლის ომზე

აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ჩვენი მოქალაქეების უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ.

მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ მათი დღევანდელი „პრინციპულობა“ რატომღაც მაშინ ვერ გააღვიძა.

ყველაფერი რადიკალურად 2022 წლის შემდეგ შეიცვალა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა პოლიტიკის, არასამთავრობო თუ კულტურის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა საკუთარ თავში უკომპრომისო „ანტირუსული“ პოზიცია. ამიტომ კითხვა კვლავაც აქტუალურია და, ამავდროულად, მარტივი – რატომ ახლა და რატომ არა მაშინ, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი საქართველო იყო?

როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი წარსული მათივე დღევანდელ სიტყვებს ასე მკაფიოდ ეწინააღმდეგება.”- წერს წილოსანი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

15 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

16 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

16 სთ წინ3 წთ