თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი ირაკლი კირცხალია – საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ, უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ – ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ

ნინო წილოსანი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს…

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ. დებატებში კი არა, არჩევნებში დემოკრატიის ამ აუცილებელ პროცესშიც კი არ აღებინებდნენ მონაწილეობას. „გამჭვირვალობის კანონის“ განხილვის პერიოდში პირდაპირი დირექტივები ჟღერდებოდა, რომ „შინაარსის განხილვაში შესვლა, „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა სასარგებლო, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა,  გახარიას პარტიის წარმომადგენლების მიერ დებატებში მონაწილეობაზე გაცხადებულ უართან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე საუბრისას.

წილოსანის განცხადებით,  ადგილობრივმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. მათი დავლებების მიმცემნი კი მათ სიტყვას გაატეხინებენ, როგორც ეს წარსულში უკვე არაერთხელ მოხდა.

„მეტიც – 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების პარალელურად, კარგად გვახსოვს ორი ადამიანის თანხმობა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, რომელიც დებატების გამართვას გულისხმობდა, თუმცა, მათ წინააღმდეგ აგორებული ბულინგის კამპანიისა და ზეწოლის ფონზე, დისკუსიაზე უარი ათქმევინეს.

ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.  ნათელია, რომ ადგილობრივმა რადიკალებმა და მათთვის დავალებების მიმცემმა უცხოელებმა ზუსტად იციან, სიმართლე სად არის, ისიც ზუსტად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. ხოლო ის, ვინც ამდენს ვერ ხვდება და დამოუკიდებლად, პატრონებთან შეუთანხმებლად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები ორი ადამიანის, ან გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბედს გაიზიარებს. უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ და სიტყვას გაატეხინებენ. ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც საკუთარი ინტერესების მსახურების ნაცვლად, უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები.

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს

1 სთ წინ3 წთ
რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს

1 სთ წინ2 წთ
ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს

1 სთ წინ6 წთ