„პროცედურულად ვიცით, რომ თავად პატიმრები წერენ განაცხადს შეწყალებასთან დაკავშირებით. თუმცა, იმ ადამიანებთან მიმართებით, ვისი ოჯახის წევრებიც და ვისთან მიმართებითაც დიდი მედია კამპანია იყო აწეული გუშინ ვიცით, რომ მათი მხრიდან არც პირადად მათი, არც მათი ოჯახის წევრების მხრიდან არცერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა.
რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5 ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი, თუმცა, მათი მხრიდან არცერთხელ გვინახავს კამპანიურად აგორებული მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს? – ერთი, რომ მათ საერთოდ გადაეწურათ იმედი, რომ მათი პატრონები როგორღაც დაიხსნიან დამნაშავეებს ციხიდან და მეორე, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროცესი და მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა“- განაცხადა ნინო წილოსანმა.
ნინო წილოსანი: გუშინ, სამწუხაროდ, ადამიანების შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5 ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი, თუმცა, მათი მხრიდან არცერთხელ გვინახავს მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
პოლიტიკა