თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: “იმედს” და “პოსტივის” ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა. მათი სანქციები არა „იმედს“ და „პოსტივის“, არამედ ქართველ ხალხს მიემართება, რათა ჩაახშოს კონკრეტული ინფორმაცია და არ მისცეს მათ მოსმენის და ნახვის საშუალება

ნინო წილოსანი: “იმედს” და “პოსტივის” ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა…

„ტელეკომპანია “იმედს” და “პოსტივის” ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს, მათ შორის 3 წარმოუდგენლად რადიკალური არხი და მაყურებელს აქვს თავისუფალი არჩევანი უყუროს იმ არხს, რომელიც მისთვის მისაღებია.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელი თავად ირჩევს რას უყუროს საქართველოს მედია სივრცეში, ბრიტანეთის სანქციები არა „იმედს“ და „პოსტივის“, არამედ ქართველ ხალხს მიემართება. მიემართება, რათა ჩაახშოს კონკრეტული ინფორმაცია და არ მისცეს მათ მოსმესნის და ნახვის საშუალება.
როცა იმედს და პოსტივის ასანქცირებ ეს იგივეა რომ ბრიტანელებს აუკრძალო წვდომა BBC One ან ITV1 ტელევიზიებზე ; გერმანიას ZDF, Das Erste (ARD) და ა. შ
დაველოდები გერმანიის და ბრიტანეთის ელჩების შეფასებას ცენზურის ამ შემზარავ ფაქტზე, რომელზეც დიდი ხანია ტრამპი, ჯდ ვენსი და სხვები საუბრობენ.
-მარკო რუბიომ ახლახან ბრიტანელ ცენზურის აგენტებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა – დონალდ ტრამპი
-ილონ მასკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ცდილობს, მაშინ როცა X-ს შესაძლო აკრძალვა ემუქრება.
-აშშ აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს გაუარესდა.
-ჯეი დი ვენსი დევიდ ლემისთან შეხვედრისას აფრთხილებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის დაკარგვის „ბნელ გზას“ არ დაადგეს.
თუმცა, სწორედ დღეს – საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ყველაზე მძიმედ გვახსენდება რა ქარტეხილებს არ გადაუვლია ჩვენს თავზე და მიუხედავად ამ ყველაფრისა როგორ გადავრჩენილვართ. საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ყველაზე სასტიკ რეჟიმებსაც კი არ გამოსვლიათ, სანქციებიც ვერ გააჩუმებს მართალ სიტყვას საქართველოში.
ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა „იმედისა“ და „პოსტივის“ საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს,“- წერს ნინო წილოსანი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ