— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: კულტურის სფეროს გარკვეულ წარმომადგენლებს პატრიოტიზმი არც გიორგი ანწუხელიძის და არც შინდისის გმირების მაგალითზე გაღვიძებიათ, თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, პირველებმა დაიწყეს სხვებისთვის პრორუსულობის დაბრალება, ამავე დროს, სათაყვანებლად ის პოლიტიკოსები ჰყავთ, რომლებსაც დისკომფორტი არ შექმნიათ ხელი მოეწერათ რეზოლუციისთვის, სადაც ქართველებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ

ნინო წილოსანი: კულტურის სფეროს გარკვეულ წარმომადგენლებს პატრიოტიზმი არც გიორგი ანწუხელიძის და არც შინდისის გმირების…

ქართულ რეალობაში , სამწუხაროდ, ერთი უცნაური ფენომენი მოგვეძალა. ხმამაღლა აცხადებდე, რომ ანტირუსი აქტივისტი ხარ, მაშინ, როცა 2008 წლის ომიდან მალევე რუსეთში ჩადიოდი, კონცერტებს მართავდი, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდი, ანაზღაურებასა და სხვა სარგებელს იღებდი, დღეს კი სხვებს „რუსებს“ და „პრორუსებს“ ეძახი , ეს ამ ფენომენისთვის დამახასიათებელი გამოხატული უტიფრობაა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, კულტურის სფეროს გარკვეულ წარმომადგენლებს, პატრიოტიზმი 2008 წლის მოვლენების დროს არ გაღვიძებიათ, თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, მათ სხვებისთვის დაიწყეს პრორუსულობის დაბრალება და პარალელურად, იმ პოლიტიკოსებს ეთაყვანებიან, რომლებიც რუსეთიდან დღესაც ფინანსდება და რომლებმაც ხელის მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ქართველები არიან ომის დაწყებაში დადანაშაულებულები. მისივე განცხადებით, საქმე არც მუსიკაშია, არც კონცერტებში და არც ვინმეს პოლიტიკურ შეხედულებებში, არამედ, საქმე ფარისევლობაშია.

,,უფრო მეტიც, კულტურის სფეროს გარკვეულ წარმომადგენლებს პატრიოტიზმი არც გიორგი ანწუხელიძის, არც შინდისის გმირებისა და არც ჩვენი სხვა საამაყო მებრძოლების მაგალითზე გაღვიძებიათ. თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო და საყოველთაო ანტირუსული კამპანია ჩაეშვა, პირველებმა დაიკავეს მედროშის როლი და გაცხოველებულად დაიწყეს სხვებისთვის პრორუსულობის დაბრალება.
ამავე დროს, მათ რიგებში სათაყვანებლად სწორედ ის პოლიტიკოსები ჰყავთ, ვინც რუსეთიდან დღესაც და სისტემატურად რუბლებით ფინანსდება და ვისთვისაც, როგორც ჩანს, ფულს სუნი არ ასდის. ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად დისკომფორტი არ შექმნიათ ქართული სტრატეგიული ობიექტები რუსეთისთვის გაესხვისებინათ და, უფრო მეტიც, ხელი მოეწერათ რეზოლუციისთვის, სადაც ქართველებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ.
ამონარიდი ევროსაბჭოს რეზოლუციიდან (Resolution 1633 (2008):
„თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვამ კონფლიქტის ესკალაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანა: ღია და სრულმასშტაბიან ომამდე.“
ალბათ, ახლა როცა ნიკოლოზ რაჭველი „ქართულ ოცნებაზე“ წერდა „გული მერევაო“, საკუთარ ამორალობას გულისხმობდა. გიორგი ანწუხელიძის გმირობით აღფრთოვანებული იყო და ამავდროულად, მის „პატივსაცემად“ რუსეთის კარზე მის „მკვლელებს“ ართობდე – ამის გაკეთება გულისრევის გარეშე ნამდვილად რთულია.
გიორგი ანწუხელიძეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა 2022 წელს არ დაუწყია. ის რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს აწამეს და მოკლეს – სწორედ იმ ომის დროს, რომლის შემდეგაც ზოგიერთისთვის რუსეთში ჩასვლა, იქ კონცერტების ჩატარება და პროფესიული საქმიანობის გაგრძელება საკუთარ სინდისთან სრულიად შეთავსებადი აღმოჩნდა.
ამიტომ საქმე არც მუსიკაშია, არც კონცერტებში და არც ვინმეს პოლიტიკურ შეხედულებებში.
საქმე ფარისევლობაშია.
და ბოლოს, რაც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, მშვიდობაა და არა ომის გასაგრძელებლად და ბრძოლის წასახალისებლად გამართული, კარგად დაფინანსებული კონცერტები. აქვე ისიც არ დაგვავიწყდეს, უტიფარ მორალისტთა ფავორიტმა ხელისუფლებამ 2008 წელს წაგებული ომი როგორ გვაზეიმა.” – წერს ნინო წილოსანი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

15 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

15 სთ წინ3 წთ