— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი, საფრანგეთში პროცესებია – პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას? შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და ბევრი ასპექტის, საკითხის მომცველი პროცესი

ნინო წილოსანი: როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან…
x

როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება პარლამენტში, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ეს იქნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და ბევრი ასპექტის, საკითხის მომცველი პროცესი.

„დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა კომისიის შეხვედრა, რომელიც სასურსათო ფასებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა, რომელიც, ვიცით რომ გარკვეული პერიოდი, წლებია აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ იმ გარე და შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ჰქონდა და რომელიც ჩვენი, როგორც ხელისუფლების წინაშე იდგა, ეტაპობრივად ყველაფრის მოგვარების შემდგომ გადავედით ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც სურსათის ფასებს უკავშირდება. ვიცით, რომ ეს პროცესი ორი მიმართულებით გაიშლება.

ერთია სამთავრობო კომისია და ასევე, როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება პარლამენტში, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და ბევრი ასპექტის, საკითხის მომცველი პროცესი, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოგვცეს კარგი ხედვა საიდან არის გამოწვეული ისეთი განსხვავება ფასებში, როგორიც არის, მაგალითად პრემიერ-მინისტრის მიერ ჩატარებული ბრიფინგისას დასახელებული 70-80-90 პროცენტიანი ფასნამატები.

პრობლემის გადაჭრის გზები შესაძლოა იყოს საკანონმდებლო ინიციატივები ან ცვლილებები, რეგულაციები, ეს ჩემთვის ჯერ უცნობია. რა თქმა უნდა, ორივე ფორმატში მომუშავე კომისიამ უნდა დაასკვნას და შემდგომში ასევე შესაძლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ ასევე მესამე ფლანგით მიმდინარეობს მუშაობა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც უნდა შეისწავლოს ამ პროცესში ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები და ხომ არ გვაქვს საქმე კარტელურ და მონოპოლისტურ გარიგებასთან, როდესაც მხარეები თანხმდებიან რამდენი უნდა იყოს ფასი მომატებული. შესაბამისად, არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები.

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი, საფრანგეთში პროცესებია – პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია

32 წთ წინ1 წთ
თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?

3 სთ წინ2 წთ
შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან… პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან

3 სთ წინ5 წთ