— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო – ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, აპიარებდნენ

ნინო წილოსანი: სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც…

როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამისად, მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო და სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც ჰქონდა შექმნილი, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აპიარებდნენ.
წილოსანი მიიჩნევს, რომ სტორიული მოვლენების შეფასება უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს, შესაბამისად, მისთვის დაუშვებელია აგვისტოს ომის ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება.

,,ვფიქრობ, აუცილებელია აგვისტოს ომის თემას და ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ სპეკულაციებს კვლავ მივუბრუნდეთ, რადგან როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, რადიკალური აგენტურა ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის აქტიურად იყენებს.
ნურავინ იფიქრებს, რომ სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მიდგომა შეცვალა. რეალურად, როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამისად, მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა.
ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას კარგად ახსოვს აგენტურის ის სამარცხვინო კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ის ე.წ. ნჯო-ები, რომლებიც, რეალურად, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარ წყაროს წარმოადგენენ და იმავე გარე პატრონების აგენტურას წარმოადგენენ. მანამ, სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ისინიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, მაგალითად, გიორგი ბურჯანაძე და საბა ბრაჭველი აპიარებდნენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულზე ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, როდესაც აშკარად იკვეთება გარე ძალების ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, მათი აგენტურა კი გაშიფრულია, დღეს, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მოვლენების შეფასება ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს. აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიაა და მისი გამოყენება ვიწროპარტიული მიზნებისთვის დაუშვებელია” – წერს ნინო წილოსანი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

12 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

12 სთ წინ3 წთ