თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს
პოლიტიკა

ნუგო შოშიაშვილი ნიკო მანაგაძეზე: ადამიანი, რომელიც ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს, ბრალს გვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას, ამიტომ, რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდეგ შეხვედრაზე რაჭაში და ვეცდებით, შევიდეთ მასთან დისკუსიაში მიუხედავად მისი მცდელობისა, ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით – ქართველი ახალგაზრდები

ნუგო შოშიაშვილი ნიკო მანაგაძეზე: ადამიანი, რომელიც ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს, ბრალს გვდებს და არ იღებს…

ნიკო მანაგაძე არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და პოზიციონირებს ქართველი სტუდენტების და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული თვითმმართველობების სახელით. ჩვენ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდი, ბატონი ვარლამ ლიპარტელიანი და ამ შეხვედრის ორგანიზატორები, მან დაგვადანაშაულა იმაში, რომ ეს შეხვედრა არა თავისუფალი და საჯარო, არამედ, დახურული პარტიული შეხვედრაა, – განაცხადა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ნუგო შოშიაშვილმა, ახალგაზრდულ კონფერენციაზე.

როგორც შოშიაშვილმა აღნიშნა, მანაგაძე სიღნაღში გასამართ კონფერენციაზე მოიწვია, თუმცა, ის შეხვედრაზე არ მოვიდა, ვინაიდან, საზოგადოებაში რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღვივებას ცდილობს.

მისივე თქმით, ნიკო მანაგაძეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მომდევნო შეხვედრაზე, რაჭაში იწვევს, რადგან, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია და სახელისუფლებო გუნდი აქტიურად იბრძვის ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ხელოვნური დაყოფის წინააღმდეგ.

“რა თქმა უნდა, მე პირდაპირ დავუწერე კახეთის შეხვედრის შესახებ და დავპატიჟე აქ, დღევანდელ შეხვედრაზე დროით და თარიღით. ჩვენ დღეს ბატონ ნიკო მანაგაძეს აქ მგონი ვერ ვხედავთ – ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას. მესმის, იმ კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და ეს მრავალი წლის განმავლობაში დაგვანახეს, თუმცა, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ქართველებისთვის, სტუდენტებისთვის, რომ ადამიანი, რომელიც ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს ჩვენთან, ბრალს გვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით: რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდეგ შეხვედრაზე რაჭაში, რომლის დროც და თარიღიც რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება, როგორც აქამდე ყველა შეხვედრის. ვეცდებით, შევიდეთ მასთან დისკუსიაში მისი განსხვავებული აზრის მიუხედავად და მცდელობისა, კიდევ ერთხელ, ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით – ქართველი ახალგაზრდები და მოხდეს ხელოვნური დაყოფა და რადიკალიზაცია, რომელსაც, როგორც ჩვენ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია და ეს რეგიონული კონფერენციები, ისე სახელისუფლებო გუნდი, აქტიურად ვებრძვით,” – აღნიშნა ნუგო შოშიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

46 წთ წინ2 წთ
დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო… პოლიტიკა

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები

10 სთ წინ2 წთ
პოლიტიკა

“ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი

10 სთ წინ2 წთ