— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ომანში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

ომანში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

ომანის დედაქალაქ მასკატში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მოლაპარაკებებში ირანს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს. ამერიკული მხარე პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლით, სტივ უიტკოფით არის წარმოდგენილი.

მანამდე ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ ბუსაიდიმ ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა მხარეებთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ ირანისგან ითხოვს ურანის გამდიდრების შეზღუდვას, ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვას და რეგიონული დაქვემდებარებული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტას.