თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია დავით ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში – რომ ფარული კინორეკლამებისა არ იყოს, ადგილობრივ ბაზარზე “გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების” თემა შემოაგდო. თან მისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ საკუთარ წეს-ჩვეულებას ყელზე ფეხი დააჭირა და არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ დაუშვა მისთვის ესოდენ ფასეულ პოსტში ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ კახა ძაგანია: საქართველოში დიფსტეიტის პროექტი “წარმატებით” გრძელდება, პროექტი რომლის სახელწიდებაა “ორი კვირით დავაჭერინოთ თავები, ურსულას სალაპარაკო რომ მიეცეს” ახალ ფაზაშია გიორგი ქართველიშვილი: დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას!
პოლიტიკა

ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული: “ჩემო მეგობრებო, უკვე ალბათ ყველამ იცის გუშინ საღამოს მომხდარი ამბის შესახებ იმ ვითომ იუმორისტის ცემასთან დაკავშირებით. პოლიციაშიც მე თვითონ მივედი და ვაღიარე რაც ჩავიდინე

ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული: “ჩემო მეგობრებო, უკვე ალბათ ყველამ იცის გუშინ საღამოს მომხდარი ამბის შესახებ იმ ვითომ…

ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ არასდროს ვყოფილვარ ძალადობის მომხრე. სულ გამშველებლის პოზიციაში ვიყავი თუ რამე ჩხუბს შევსწრებივარ. თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, რათა უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდეს თავს. კი ხედავთ ყველა, რომ ამისი ნიშნები უკვე დიდი ხანია აშკარად ჩანს.

ზოგადად, ამ კონკრეტულ ე.წ. იუმორისტზე ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან მისი ტიპაჟი, პიროვნული თვისებები, მანერები და ქცევები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ არ შემიძლია იმაზე არ ვილაპარაკო, რამაც გუშინდელი ფაქტი გამოიწვია. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა. იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია.

ეს გადაგვარებული მენტალობის ხალხი კი გუშინ ქართულ ეკლესიას ლანძღავდა და დასცინოდა, დღეს ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, ხვალ იგივე შეიძლება გააკეთონ შოთა რუსთაველზე, დავით აღმაშენებელზე ან ნებისმიერზე, ვისითაც ვამაყობთ. ესაა მათი მიზანი, რადგან როდესაც ასეთი რაღაცეები ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ეს უკვე მარტო ერთი ადამიანის ან მისი ოჯახის შეურაცხყოფა კი არ გამოდის, მთელი ქვეყნის მტრობა და შეურაცხყოფაა.

დარწმუნებული ვარ ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ეს ადამიანებიც იმ ხალხის ნაწილია ვინც ყველაფერს “აპრავებს”, რაც ანტიქართული და ჩვენი ქვეყნის დამაქცეველია, გეი პროპაგანდა იქნება ეს, ეკლესიის გინება, ტრადიციების დაცინვა თუ ასეთი სხვა უამრავი მავნებლობა.

კი ბატონო, ბევრი მეტყვის, ეგეთები იმდენია, ასე ცემა-ტყეპით ებრძვიო? მაგრამ, როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას.

ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა…

არ ვამბობ, რომ კანონი არ უნდა კანონობდეს. პირიქით, ვიცი, რომ ჩემი საქციელის გამო დავისჯები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არსებობს მომენტი, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქმედება.

მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამვლინოთ სიცილ-კისკისში და სხვადასხვა გზებით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით.

ყველა ჩემიანს ბოდიშს გიხდით რომ განერვიულებთ. ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო.”

მსგავსი სიახლეები.

დავით ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში – რომ… პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში – რომ ფარული კინორეკლამებისა არ იყოს, ადგილობრივ ბაზარზე “გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების” თემა შემოაგდო. თან მისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ საკუთარ წეს-ჩვეულებას ყელზე ფეხი დააჭირა და არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ დაუშვა მისთვის ესოდენ ფასეულ პოსტში

8 წთ წინ3 წთ
ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ პოლიტიკა

ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ

48 წთ წინ2 წთ
კახა ძაგანია: საქართველოში დიფსტეიტის პროექტი “წარმატებით” გრძელდება, პროექტი რომლის სახელწიდებაა “ორი კვირით დავაჭერინოთ… პოლიტიკა

კახა ძაგანია: საქართველოში დიფსტეიტის პროექტი “წარმატებით” გრძელდება, პროექტი რომლის სახელწიდებაა “ორი კვირით დავაჭერინოთ თავები, ურსულას სალაპარაკო რომ მიეცეს” ახალ ფაზაშია

1 სთ წინ1 წთ