— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ოპოზიცია მუდმივად აპელირებს თითქოს საქართველო იზოლაციაში იმყოფება და მსოფლიოსგან დისტანცირებულია, ფაქტები სრულიად სხვა სურათს აჩვენებს – იზოლირებულ ქვეყანას გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად სწორედ მის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას არ ანდობს – დავით ჩიხელიძე

ოპოზიცია მუდმივად აპელირებს თითქოს საქართველო იზოლაციაში იმყოფება და მსოფლიოსგან დისტანცირებულია, ფაქტები სრულიად სხვა…

საქართველოში 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისი განმარტებით, ფორუმის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და იმ როლს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით აქვს. 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ადგილად სწორედ საქართველო და კონკრეტულად ქუთაისი შეირჩა.
ფორუმის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და იმ როლს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით აქვს. საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი, რომლებიც არა ლოკალურ, არამედ მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობას ატარებს.
საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიცია მუდმივად აპელირებს თითქოს საქართველო იზოლაციაში იმყოფება და მსოფლიოსგან დისტანცირებულია, ფაქტები სრულიად სხვა სურათს აჩვენებს. იზოლირებულ ქვეყანას გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად სწორედ მის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას არ ანდობს.
ეს არის არა მხოლოდ კონკრეტული ღონისძიება, არამედ მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ენდობიან, სადაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება არის შესაძლებელი და რომელსაც მსოფლიო ტურიზმისა და ინოვაციების პროცესში საკუთარი ადგილი აქვს.
საქართველო საერთაშორისო, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენების არა უბრალოდ მონაწილე და თვალყურის მადევნებელი, არამედ მასპინძელია! რაც ირიბად და პირდაპირ საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის აღიარება არის“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

9 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

13 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

13 სთ წინ2 წთ