— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

ორბანის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს

ორბანის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში…

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს.

ორბანის თქმით, უნგრეთი არ დაუშვებს ხელისუფლებაში ასეთი ძალების მოსვლას, რადგანაც ქვეყანას ეროვნული მთავრობა სჭირდება.

„როდესაც ზელენსკი საუბრობს იმაზე, თუ როდის აღდგება ნავთობსადენის მუშაობა, ყოველთვის ახსენებს არჩევნების შემდგომ პერიოდს, რადგანაც იმედი აქვს, რომ უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა მოვა და „დრუჟბის“ აღდგენის საკითხი დღის წესრიგში აღარ იქნება. თუ ამ ნავთობსადენს ჩაგვიხსნიან, უნგრელებს მოუწევთ იმდენივეს გადახდა, რამდენსაც სხვა ევროპული ქვეყნები იხდიან. ჩვენ არ დავუშვებთ უნგრეთში პროუკრაინული მთავრობის ფორმირებას, რადგანაც უნგრეთს ეროვნული მთავრობა სჭირდება“, – განაცხადა ორბანმა წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.