— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება

პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება

აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც  სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით,  მსოფლიო ბანკის (PEFA) ძველი  შეფასებით,  ახალი არ გამოქვეყნებულა, აუდიტის სამსახურმა უმაღლესი ქულა მიიღო.

„ქალბატონებო და ბატონებო, ბატონმა გიორგიმ ამომწურავად ისაუბრა ჯერ კომიტეტზე და შემდეგ სესიაზე, ამიტომ არ გავმეორდები. ჯერ მოგახსენებთ, რას წარმოადგენს დღეს აუდიტის სამსახური და შემდეგ შევეცდები რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი გავცე.

აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“ და უკვე რვა წელიწადია, ეს კომპანიები დებენ უპირობო დასკვნებს, ანუ ყველაზე მაღალ შეფასებას.

ევროკომისიის თხოვნით, მსოფლიო ბანკმა (PEFA) გააკეთა შეფასებები — ახალი არ გამოქვეყნებულა, თუმცა ძველი შეფასებით აუდიტის სამსახურმა მაქსიმალური ქულა მიიღო. აქვე აღიარებაა ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა სთხოვეს, აუდიტი გაუკეთოს მათ შესრულებებს საქართველოში. მეტი აღიარება რა უნდა იყოს?! ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი დღეს, მხარი დავუჭირეთ და გთხოვთ, თქვენც დაუჭიროთ მხარი დადგენილებას, სადაც ცნობად იქნება მიღებული აუდიტის სამსახურის ანგარიში,“- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

15 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

15 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

15 სთ წინ3 წთ