— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე გახარიას პარტიის წევრებს: ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. აუდიტის დასკვნა თქვენც, ჩვენც  და მთავრობასაც სჭირდება – თქვენ კი ეჩხუბებით. ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ,  აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. დასკვნა რომ არ გქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?

პაატა კვიჟინაძე გახარიას პარტიის წევრებს: ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. აუდიტის დასკვნა…
x

პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ,   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შემდეგ,  სამსახურის დანიშნულებაზე ისაუბრა და საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს უპასუხა. 

კვიჟინაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური  თანამედროვე ინსტიტუტს წარმოადგენს და ის გერმანიისა და შვედეთის დიდი დახმარებით შეიქმნა. 

„რაც შეეხება აქამდე არსებულ საუბარს, ყველაფერზე პასუხს ფიზიკურად ვერ გავცემ, იმიტომ, რომ კითხვების გადამწყვეტი უმრავლესობა საერთოდ არ ეხებოდა აუდიტის ანგარიშს. აი, განსაკუთრებით ბოლო ორი გამოსვლა: ერთი ეხებოდა ბიუჯეტის შესრულებას და მეორე — პროკურატურის მუშაობას. არავითარი კავშირი არ ჰქონია აუდიტის ანგარიშთან, აი, საერთოდ ერთი სიტყვაც არ ყოფილა მასზე.

ყველას მიმართ დიდი პატივისცემით, უბრალოდ მინდა ავხსნა, რა არის აუდიტის სამსახური და რას საქმიანობს. უნდა ვთქვათ და არ უნდა დავუკარგოთ — გერმანიისა და შვედეთის დიდი დახმარებით შეიქმნა ის, რაც გვაქვს და არის ერთ-ერთი მოწინავე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ევროკომისიამ მაქსიმალური შეფასება მისცა, მეტი რა უნდა გითხრათ ახლა, ჩვენი თუ არ გჯერათ.

ეს არის თანამედროვე ინსტიტუტი. ისინი დაგვეხმარნენ კვალიფიციური კადრებისა და სისტემის ჩამოყალიბებაში და ჩვენ დღეს გერმანული მოდელი გვაქვს. აუდიტის სამსახური წარმატებული ორგანიზაციაა და აკეთებს იმას, რაც ევროპაში ხდება.“- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კვიჟინაძე მიმართავს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, რომ ევროპაში არსებული პრაქტიკის თანახმად ოპოზიციას უფრო მხარში უდგას აუდიტის სამსახური, ვიდრე პოზიციას და არსებობს კონსენსუსი, რომლის თანახმადაც ორივე მხარისგან უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა.

„მინდა ხაზი გავუსვა — აქვე ერთხელ ჩვენმა კოლეგამ ბრძანა, რომ უნდა მოგცეთ უფლებამოსილება, დაიჭიროთ ვიღაცაო. არ არის ევროპაში ეს მოდელი. ძლივს გარდავქმენით, რომ ყოფილიყო თანამედროვე ევროპული ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს და არავის არ იჭერს.  ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ყველა. აი, ამას გვეუბნებიან და ამიტომ აქვს მას ასეთი მაღალი შეფასება. აუდიტის სამსახურის რომელიმე თანამშრომელს რომ უთხრათ, კონტროლის პალატა ხარო, ძალიან ეწყინება — მოსინჯეთ და ნახავთ. ეს სრულიად სხვა სისტემაა.

ახლა რას ნიშნავს ეს? ეს გვეუბნება იმას, რასაც ევროპაში ამბობენ (რასაც თქვენ ყოველ წუთას იძახით: „ევროპა, ევროპა“). ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. ანუ, ის ამოწმებს ყველაფერს. აქ მინისტრი რომ მოდის, ის, რა თქმა უნდა, იტყვის რაღაცებს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, შიგნით რა ხდება? აუდიტის სამსახურს ასეულობით აუდიტორი ჰყავს, რომელიც ამას ამოწმებს და დებს დასკვნას. ეს დასკვნა თქვენც გჭირდებათ, ჩვენც გვჭირდება და მთავრობასაც სჭირდება. ის უნდა განხორციელდეს, თქვენ კი, პირიქით, ეჩხუბებით — ეს რატომ არის და ის რატომ არისო და ეუბნებით, ეს კი არა, ის უნდა ყოფილიყოო.

ისე, რომ იცოდეთ, საზღვარგარეთ ოპოზიციას უფრო გვერდზე უდგას  და ეფერება აუდიტის სამსახური, ვიდრე პოზიციას. ევროპაში არსებობს კონსენსუსი, რომ აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა არის ორივე მხრიდან. რა არის აქ გაუგებარი?

აი, თუნდაც ბიუჯეტის განხილვა რომ იყო, ყველა შეკითხვა და ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ, ყველაფერი აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. აუდიტის დასკვნა რომ არ გქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?“- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

16 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

16 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

16 სთ წინ3 წთ