— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: დღეს არ არის არცერთი ორგანიზაცია, რაც არ მოწმდება. აუდიტის სამსახურის მთელი დანიშნულება ეს არის, რომ რაღაც ხდება და რაღაც მიგნება იპოვეს. თუ არაფერი იპოვა, 43 მილიონს რატომ ვიხდით საერთოდ?

პაატა კვიჟინაძე: დღეს არ არის არცერთი ორგანიზაცია, რაც არ მოწმდება. აუდიტის სამსახურის მთელი დანიშნულება ეს არის, რომ რაღაც…

გამარტივებული შესყიდვები- 51% იყო 12 წელში, ახლა არის 10%-ზე ცოტა მეტი. ეს არის მაღალ კონტროლზე აყვანილი. გენერალურმა აუდიტორმა ახსნა, თქვენ ყველაფერს უძახით შეჭმულ თანხას. რაღაც რომ არ გაკეთდა, მაგალითად, გზა, ეს შეჭმული თანხა კი არ არის, უბრალოდ თანხა არ გადაიხადა და ეს არის შეუსრულებლობა. ვერ შეასრულა სამუშაო, მოვა სხვა და გააკეთებს, ცუდია, დროში გაიწელა, მაგრამ ფული არ დაკარგულა, ეს სულ სხვა რაღაცას ამბობთ- ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალური აუდიტორის მოსმენა მიმდინარეობდა.

პაატა კვიჟინაძე აღნიშნავს, რომ წარსულისგან განსხვავებით მაშინ, როდესაც ძალოვან უწყებებში აუდიტი ფიზიკურად ვერ შედიოდა, დღეს საქართველოში არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, რომელსაც აუდიტის სამსახური არ ამოწმებს.  აქვე აღნიშნავს, რომ აუდიტის სამსახური ამოწმებს მხოლოდ ფინანსურ მხარეს და მისი მანდატი არ არის შინაარსობრივ თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩარევა.

კვიჟინაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ებრძვის კორუფციას და ამის დასტურად მოჰყავს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის დონე.  ამასთან, ის არ ეთანხმება ოპოზიციის კრიტიკას, თითქოს დამნაშავეები არ ისჯებიან.

„რაც შეეხება შემოწმებას- რომ ვნახეთ ანგარიშები, ფიზიკურად ვერ შედიოდნენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში, მაშინ რა ერქვა უშიშროებას, ვერ შედიოდნენ ორგანიზაციებში. დღეს არ არის არცერთი ორგანიზაცია, რაც არ მოწმდება. ჩვენც ვუწყობდით ხელს, რომ ყველა შემოწმებულიყო. იყო სუს-ის ანგარიში, შსს ახლახან იყო სულ ორი კვირის წინ. თავდაცვის სამინისტროზე სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. პროკურატურა მოწმდება, ახლა მალე გამოვა დასკვნა და არ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც ვერ ამოწმებდეს, ეს დახურულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგია, რომ ამოწმებს და წყაროს გაძლევთ ოპოზიციას, რომ თქვათ, რაც არის და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც ისე არ კეთდება, რომ გამოვასწოროთ. აუდიტის სამსახურის მთელი დანიშნულება ეგ არის, რომ რაღაც ხდება და რაღაც მიგნება იპოვეს. აბა, თუ არაფერი იპოვა, 43 მილიონს რაზე ვიხდით საერთოდ? შვედეთში 400 წლის ისტორია აქვს აუდიტს და თუ ყველაფერი გამოსწორებულია, რატომ აქვთ ეს აუდიტის სამსახური? მთელი იდეა ეგ არის, რომ ნახოს რა არის და იყოს იმის აღსრულება.

აქ ითქვა, სასამართლოში თუ ნახეთო- აუდიტი ამოწმებს ყველას, როგორც საბიუჯეტო თანხებს, ისე საჯარო თანხებს, მაგალითად ეროვნულ ბანკს, მაგრამ ის არ ეხება გადაწყვეტილებებს. პარლამენტიც შეამოწმა შარშან, მაგრამ იმას ის კი არ უთქვამს, რომ კანონები სწორი მიიღეთ თუ არ მიიღეთ. ამოწმებს ბუღალტერიას- ანუ არაფინანსური აქტივები, ადმინისტრაციული ხარჯები, მივლინებები და ასე შემდეგ. სადმე გინახავთ, რომ რაიმე გადაწყვეტილება ან ეროვნული ბანკის ან ვინმესი გაესაჯაროებინოს? არ აქვს ეს მანდატი, ის [აუდიტი] ნახულობს რა ხდება ბუღალტერიაში, ცოტა უხეშად რომ ვთქვათ. რაც შეეხება კორუფციას, ნახეთ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის დონე, რა დონეზეა საქართველო და შევთანხმდეთ, ვნახოთ სად და როგორ ვართ. დასჯილი არ გვინახავსო- ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია, მეტი რა უნდა დასაჯო, ახლა ვინც ხალხი არის პასუხისმგებლობაში მიცემული.“-განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

17 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

17 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

17 სთ წინ3 წთ