— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება – დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან კარგია

პაატა კვიჟინაძე: მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება – დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან…

აქ [ოპოზიციონერმა] კოლეგებმა თქვეს, რომ 100%-იანი ვიცითო –  თქვით, მიდით პროკურატურაში და უთხარით, რომ არის ასეთი დანაშაული, რას ელოდებით ამ აუდიტის სამსახურს,  –  ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  აუდიტის დასკვნები ყოველთვის იწერებოდა და მომავალშიც დაიწერება, მთავარი კი მისი აღსრულებაა. კვიჟინაძემ დადებითად შეაფასა აუდიტის სამსახურის დასკვნების რაოდენობის ზრდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

“პროკურატურაში 17 საქმე გადაიგზავნა და აუდიტის სამსახური პროკურატურაში იმიტომ კი არ აგზავნის, რომ ეძებს, რაღაც საპროკურატუროს, როგორც ჩვენ, ყველა ადამიანი, თუ დავინახეთ, რომ სადმე დანაშაული ხდება, ეს დანაშაული უნდა შეატყობინო, ისე ატყობინებს [აუდიტის სამსახურიც].  კიდევ,  ევროპასთან დაკავშირებით, თუ ევროპა მოგწონთ, გითხარით, ევროპის გადაწყვეტილება ეს არის და პრინციპულად მაღალი შეფასებაა იმისა, რომ რეკომენდაციები უნდა იყოს და თქვენ ითხოვთ ახლა,  რომ დასჯადი იყოსო და სანქციებიო და გაერკვიეთ, ევროპას უჭერთ მხარს თუ თქვენი მოსაზრებები გაქვთ. და ასევე ევროპასთან დაკავშირებით, მოდი ჩვენს ქვეყანას მივხედოთ და დავანებოთ ამ ევროპისკენ და სხვა ქვეყნებისკენ ყურებას  თავი. ვინც ახლა საქართველოში თვლის, რომ ეს სანქციები, თუნდაც ტელევიზიის მიმართ, იმის გამო, რომ თავისი აზრი გამოხატა, სწორია – არ გავაკეთებ შეფასებას. რა, სხვა ოპოზიციური ტელევიზიები რომ არიან, ის კარგად იქცევა, ყველაფერს სწორად აკეთებს? რატომ არ აქვს სანქციები? ეს წარმოუდგენელი რაღაც არის.

ეს აუდიტის დასკვნები იწერებოდა და დაიწერება ყოველთვის. მთავარი არის მისი აღსრულება. ეს იყო 2012 წლამდეც, ოღონდ ყველგან ვერ შედიოდნენ, 2012 წლის შემდეგაც, მათ შორის, ყველა პრემიერის დროს და გახარიას დროსაც, მე ვარ მაგის გამხილველი და არანაირი ცვლილება არ ყოფილა. აგერ, დეპუტატებიც იყვნენ მის დროს, თანამდებობის პირებიც იყავით და პრემიერიც გყავდათ. იგივე იყო, რაც ახლა არის. მე ამით კი არავის ვამტყუნებ, უბრალოდ, აუდიტის დასკვნები უნდა გაკეთდეს და დასკვნების პროცენტმა, გითხრათ აუდიტის ხელმძღვანელმა, რომ მოიმატა და ყოველწლიურად მატულობს და ძალიან კარგია, რომ მოიმატა და იმედი მაქვს, კიდევ ერთჯერ მოიმატებს და ბევრჯერ მოიმატებს,” – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

18 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

18 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

18 სთ წინ3 წთ