თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?! იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში 45 პირი თავისუფალია, 72 კი პატიმრობაში რჩება
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო – ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ – “ქართული ოცნება” ძალიან კარგად გრძნობს თავს და ბრწყინვალე საშუალება აქვს, რომ 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც

2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.

ზაქარეიშვილი თქმით, ოპოზიციამ მხოლოდ ის შეძლო, რომ 26 მაისს წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება მიითვისოს და ამ რიცხვში ხალხმრავალი მიტინგი დააანონსონ. მისივე განცხადებით, ოპოზიცია 2028 წელსაც ვერაფერს გააკეთებს, შესაბამისად, “ქართული ოცნება” თავს კომფორტულად გრძნობს.

“რა გააკეთა ოპოზიციამ? დღეს გამოაცხადეს, რომ 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო – დაცინვაა ეს და დაახლოებით ის არის, ახლა მე და თქვენ, პაატა ზაქარეიშვილმა და დავით აქუბარდიამ რომ გამოვაცხადოთ, 9 აპრილს ხალხმრავალ მიტინგს ვმართავთ. 9 აპრილს იმდენი ხალხი გამოვა, მერე რომ შევხვდებით ეთერში 10 და 11 აპრილს, ვიტყვით: ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოვიყვანეთ ჩვენი განცხადებით? 26 მაისი და 9 აპრილი სულ სხვაა, ეს [თარიღები] არავისი არ არის, ხალხი გამოვა, გამოსვლა რომც აუკრძალო. ოპოზიციას მარტო ის შეუძლია, რომ წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება მიითვისონ და თქვან, მათი დამსახურებაა, ბევრი ხალხი რომ გამოვიდა და ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ. რით გაამართლებენ იმას, რომ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მონაწილეობა არ მიიღეს. რატომ უნდა მიიღონ 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა და სად ჩანს მათი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით? ამიტომ, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ძალიან კარგად გრძნობს თავს, კომფორტულად და ბრწყინვალე საშუალება აქვს, რომ 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც,” – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ

8 სთ წინ1 წთ
ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის… პოლიტიკა

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?!

8 სთ წინ3 წთ
სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა პოლიტიკა

სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა

9 სთ წინ2 წთ