— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ფაშინიანი: სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს

ფაშინიანი: სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ შეუერთდა დუბლინში მიღებულ დეკლარაციას ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ნატოსთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი მითითებების გამო. მისი თქმით, სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს.

ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ ვოლოდი აკოპიანის კითხვას უპასუხა.

აკოპიანი დაინტერესდა, თუ რატომ არ შეუერთდა სომხეთი 12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პარტნიორებს ამ გადაწყვეტილების მიზეზი ღიად წარუდგინა.

„ერთი მიზეზის გამო: პარტნიორებს გამჭვირვალედ ვუთხარი, რომ იქ ნატოსთან დაკავშირებული მითითებების ძალიან დიდი რაოდენობა იყო. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ დიახ, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში არ არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ ნატოში შესვლას ან ზოგადად ასეთ ამოცანას ვისახავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან დასძინა, რომ დოკუმენტის დანარჩენ ნაწილში მისაღები და მყარი დებულებები იყო.

ფაშინიანის თქმით, მთავრობა ერთმანეთისგან მიჯნავს ევროკავშირში გაწევრიანებისა და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხებს.

„ჩვენ ვთქვით: ევროკავშირს – კი, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ლოგიკით გატარებულ პოლიტიკას არ ვიღებთ. სწორედ ეს იყო მიზეზი და ამას გაგებით მოეკიდნენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები.