— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

პეტრე კოლხი: ამერიკა ჩემთვის არის მონობა

პეტრე კოლხი: ამერიკა ჩემთვის არის მონობა

ამერიკა ჩემთვის არის მონობა. თუ ამერიკა მე თვეში მაძლევდა პირობითად ძალიან მიზერულ თანხას, იმის მეტი ჩემგან მიჰქონდა იქით, გადასახადებით, ჯარიმებით და ასე შემდეგ. ამერიკა არავის არაფერს არ აძლევს ისე, რომ იქით არ გადაუხადო, – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

ის საქართველოში ამერიკიდან დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ სიბინძურეში და მონობაში, მისი ადგილი არ იყო. ასევე, ხაზს უსვამს მაღალ გადასახადებს და ამბობს, რომ ნანობს, ამერიკაში წასვლაზე.

„იმის მიუხედავად, რომ ვიზაც მქონდა და საბუთები მწყობრში იყო, მე გავფუჭდი, მე გავნადგურდი, მე დავზარალდი, თვალს დამაკლდა, მე იქ არ შემხვედრია, არ გეწყინოთ, ძალიან გთხოვთ, არ შემხვედრია ქართველი ნორმალური და ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, იშვიათი გამონაკლისის გარდა. არ შემხვედრია, იმიტომ რომ ჯოჯოხეთურ შრომას გადიან. იმიტომ რომ მუდმივად დაძაბული ხარ. მაპატიეთ, მოხუცის უკანალიდან თავი არა აქვთ გამოყოფილი და რამდენი ბინა გაქვს საქართველოში რა მნიშვნელობა აქვს. თუ ფსიქიკა შეგერყა, თუ ვერასდროს ვერ დაბრუნდი და ბოლოს თუ ჩამოგასვენეს და იმ შენს ნაყიდ ბინაში თუ დაგასვენეს, ეს არის ჯოჯოხეთი, კატასტროფული სიბინძურე, ჰაერშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას. ამ სიბინძურეში, ამ მონობაში, ჩემი ადგილი არ იყო. ვიღაცისთვის ამერიკა არის თავისუფლების სიმბოლო. ეს ამერიკელებისთვისაც არ არის ასე. იმხელა გადასახადებია, იქ ყველაფერში ფულს იხდი, ვნანობ, რომ საერთოდ წავედი ამერიკაში“-განაცხადა პეტრე კოლხმა.

მსგავსი სიახლეები.