თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ფილოსოფოსი მიშელ ონფრე: „დიფ სტეიტი“ ნამდვილად არსებობს – რატომ არიან დავოსში ან G7-ზე ადამიანები საგანგებოდ შერჩეულები, ტელეფონები აკრძალულია და არავინ ამბობს, რაზე იყო საუბარი? ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით გვესაუბრებიან სამართლებრივ სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე

ფილოსოფოსი მიშელ ონფრე: „დიფ სტეიტი“ ნამდვილად არსებობს – რატომ არიან დავოსში ან G7-ზე ადამიანები საგანგებოდ შერჩეულები…

ჟურნალ „ფრანს პოპულერში“ ერთი ნომერი მივუძღვენით „დიფ სტეიტს“. „დიფ სტეიტი“ ნამდვილად არსებობს, – ამის შესახებ ფრანგმა ფილოსოფოსმა, მიშელ ონფრემ, ფრანგი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის სასამართლოსა და 2027 წლის გაზაფხულზე ჩასატარებელი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ფილოსოფოსის თქმით, „დიფ სტეიტი“ რომ ნამდვილად არსებობს, ამის ერთ-ერთი დასტურია დიდი შვიდეულის და დავოსის ფორუმის შეხვედრები, როდესაც ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით საუბრობენ დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოზე, შეუძლიათ საზოგადოებას განუცხადონ, რომ არ სურთ იმის თქმა, რა საკითხები იქნა განხილული ზემოთ ხსენებულ შეხვედრებზე.
„„დიფ სტეიტი“ ნამდვილად არსებობს. დღესდღეობით იმართება შეხვედრები, სადაც გარკვეულ პირებს შესვლა ეკრძალებათ. ეს ეხება როგორც მასონებს, ისე G7-ის შეხვედრებს ან დავოსის ფორუმს. რა ხდება დემოკრატიაში ან დემოკრატიულ ქვეყნებში ისეთი, რომ შეუძლიათ თქვან: „ჩვენ არ გვინდა, რომ იცოდეთ რას ვაკეთებთ“ – რას ნიშნავს ეს? რას უნდა ნიშნავდეს ეს საიდუმლოება ან აკრძალვა? რატომ არის, რომ მაგალითად, დავოსში ან G7-ზე, ადამიანები საგანგებოდ არიან შერჩეულები, ტელეფონები აკრძალულია და არავინ ამბობს, რაზე იყო საუბარი? – ეს უპრობლემოდ ხდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში, მაგრამ აქ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით გვესაუბრებიან სამართლებრივ სახელმწიფოზე და დემოკრატიაზე.
როგორ ხდება, რომ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მსოფლიოს მომავალი და თან ისე, რომ ეს კონკრეტულ გეგმად არ გამოაცხადოთ, თითქოს „ჩვენი პროექტია შევცვალოთ ადამიანი ან შევცვალოთ კაცობრიობა“ – მაგრამ, ამავდროულად, თქვენ ვერ გაიგებთ, როგორ აპირებენ ისინი ადამიანის თუ კაცობრიობის შეცვლას, რადგან ეს საიდუმლოდ დარჩება. ასე რომ, ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი იდეები, ჰყავთ დამცველები და საყრდენები. მე ვფიქრობ, რომ მარინ ლე პენის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მართლმსაჯულებიდან არ გამომდინარეობს – ეს არის მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაცია”, – განაცხადა მიშელ ონფრემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

18 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

18 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

19 სთ წინ2 წთ