პიმენ ყურაშვილი: რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს, რაც ძალიან საჭიროა, მით უმეტეს საქართველოში მწეველთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით – გირჩევთ ყველას ვისაც გეკუთვნით, რომ ჩაიტაროთ ეს გამოკვლევა ყოველწლიურად

“რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა რომ სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით, რაც ძალიან საჭიროა. მითუმეტეს საქართველოში მწეველთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით.
ვის ეკუთვნის ეს სკრინინგი:
United States Preventive Services Task Force (USPSTF) – ის რეკომენდაციების მიხედვით ადამიანი, 50 წლიდან 80 წლამდე, რომელიც ეწევა ან ეწეოდა 20 წელი დღეში ერთ კოლოფს. თუნდაც ეწეოდა ეს 20 წელი ადრე, მაგრამ 15 წელი არ არის გასული მას შემდეგ რაც შეწყვიტა მოწევა.
დღეში ერთი კოლოფი 20 წლის განმავლობაში ნიშნავს ასევე, რომ თუ მაგალითად, ადამიანი ეწეოდა ნახევარ კოლოფს, ანუ 10 ღერ სიგარეტს 40 წელი, მასაც გამოსდის რომ 20 წელი ეწეოდა ერთ კოლოფს. ან თუ 10 წელი ეწეოდა 2 კოლოფს, მასაც გამოუვა 20 წელი ერთი კოლოფი. იგივენაირად დაითვლება გეკუთვნით თუ არა სკრინინგი ინდივიდუალურ შემთხვევებში დროისა და მოწეული სიგარეტის რაოდეობის მიხედვით.
პროგნოზის მხრივ, ძალიან დიდი განსხვავებაა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილ და გვიან აღმოჩენილ კიბოს შორის. ამიტომ გირჩევთ ყველას ვისაც გეკუთვნით ეს კვლევა, რომ აუცილებლად მიყვეთ რეკომენდაციებს და შესაბამისად ჩაიტაროთ ეს გამოკვლევა ყოველწლიურად.” – წერს პიმენ ყურაშვილი.

https://www.facebook.com/photo/?fbid=10228246330378197&set=a.10204102878606992

უახლესი

მსგავსი სტატიები