თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

ფინანსური პრობლემების გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ ადრიანი დილის მაუწყებლობა აღარ ექნება

ფინანსური პრობლემების გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ ადრიანი დილის მაუწყებლობა აღარ ექნება

ტელეკომპანია “ფორმულას” ფინანსური პრობლემების გამო ადრიანი დილის მაუწყებლობა აღარ ექნება. როგორც გადაცემის წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ თქვა, “ეს გადაწყვეტილება კარგი ცხოვრებისგან” არ მიუღიათ.

“ჩვენ აქ მრავალი თვეა უხელფასოდ ვმუშაობთ. უკვე რამდენიმე წელია, რაც ფინანსურ ტურბულენტობაში ვართ. რა ხანია, „ფორმულას“ თანამშრომლებმა არ ვიცით, რა არის დროულად და სრულად ანაზღაურების აღება, მაგრამ მაინც ვახერხებთ ამ საქმის კეთებას ისე, რომ ეს ჩვენს რეიტინგს არ დატყობია, უფრო – პირიქით. „ფორმულა“ უნდა გადარჩეს! ეს ეთერი არ უნდა ჩაქრეს! ესაა ჩვენი მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე, მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი მტკივნეული გადაწყვეტილება”, – თქვა ირაკლი კიკნაველიძემ გადაცემა “გამარჯობა საქართველოს” ეთერში.