— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
მსოფლიო

პირს მორგანი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: ქვეყნის საკეთილდღეოდ, გადადექი

პირს მორგანი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: ქვეყნის საკეთილდღეოდ, გადადექი

გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი, პირს მორგანი, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ქვეყნისთვის უმჯობესია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვოს.

„კირ, კარგი კაცი ხარ. წესიერი კაცი. არსენალის გულშემატკივარი (ყოველთვის კარგი გამოცდაა კაცისთვის).
როდესაც გადაიღე „ცხოვრების ისტორიები“, შენი შესანიშნავი მოგზაურობა ბრიტანული პოლიტიკის მწვერვალზე ძალიან შთამაგონებელი აღმოჩნდა ჩემთვის. მაგრამ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ქვეყნის საკეთილდღეოდ, გადადექი“, – წერს მორგანი X-ზე.

დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში ვითარება კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსის, მორგან მაკსვინის გადადგომამ გაამწვავა, რომელმაც ეპშტეინის სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტის, პიტერ მენდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნის გამო პასუხისმგებლობა აიღო.