— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების გზებზე, გარემოსთვის უვნებელი ალტერნატივების დანერგვის შესაძლებლობებზე, ბიზნესსექტორის მხარდაჭერის მექანიზმებსა და რეგულაციების დანერგვის ვადებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პარკების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ნარჩენების მართვის სისტემურ რეფორმაზე. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ პლასტიკით გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შევამციროთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეები კვლავ დიდი რაოდენობით მოიხმარენ პარკებს, რაც გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება.

პარკების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სამუშაო ფორმატში გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა პარკების გამოყენებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ვიმუშაოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო, გარემოსადმი მეგობრული ალტერნატივების დანერგვაზე“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

მწარმოებლების შეფასებით, რეგულაციები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„აუცილებელია სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელება, რათა ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებული პოზიცია – არც კომპანიები დაზარალდნენ და არც სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა კომპანიის „ჯორჯიან პოლიმერი“ დირექტორმა, ელგუჯა გონაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პლასტიკის პარკების რეგულირების მიმართულებით, სახელმწიფომ 2018 წელს მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც 50 მიკრონამდე სისქის და 45X100 სმ ზომის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა. დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ან კომპოსტირებადი პარკები. გაძლიერდა ლაბორატორიული და მაკონტროლებელი უწყებების შესაძლებლობები, მოხდა საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება.

პლასტიკის გამოყენების შემცირების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ