— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მსოფლიო

Politico: “ეს ფეოდალიზმია!” – ევროკომისიის შენობაში კონდიციონერები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს გამოურთეს, ფონ დერ ლაიენს კი არა

Politico: “ეს ფეოდალიზმია!” – ევროკომისიის შენობაში კონდიციონერები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს გამოურთეს, ფონ დერ ლაიენს კი…

ევროკომისიის სათაო ოფისში ჰაერის გაგრილების სისტემა შერჩევითად გამორთეს. ბერლემონის შენობაში მომუშავე პერსონალმა შუადღისას მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება: “ბერლემონი-სასწრაფო – ექსტრემალური ამინდის პირობების გამო, იძულებულნი ვართ დღის ბოლომდე გამოვრთოთ ჰაერის გაგრილების სისტემა 1-დან მე-7 სართულამდე”.

13-სართულიან შენობაში განთავსებულია კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, მისი 26 კომისრისა და დაახლოებით 3,000 თანამშრომლის ოფისები. ფონ დერ ლაიენი მე-13 სართულზე მუშაობს, ხოლო მისი კომისრების ოფისების უმეტესობა მე-8 ან უფრო მაღალ სართულებზეა განლაგებული.

მაღალი ტემპერატურის გამო, კომისიამ თანამშრომლებისთვის რეკომენდაციები კვირის დასაწყისში გამოსცა. თუმცა, რჩევებმა გააღიზიანა კომისიის ზოგიერთი თანამშრომელი, რომლებიც კონდიცირების არმქონე სართულებზე მუშაობენ, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალურ დირექტორატში, რასაც მოწმობს POLITICO-ს მიერ მოპოვებული შიდა მიმოწერები.

“ეს ფეოდალიზმს ჰგავს” – განუცხადა POLITICO-ს კომისიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბერლემონის ქვედა სართულზე მუშაობს. იგი გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ზედა სართულებზე, სადაც კომისრები არიან, კონდიცირება ჩართულია და ქვედა სართულებზე არა. კომისიის თანამშრომლების განცხადებით, ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება “სირცხვილია”.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მე-8 სართულზე მუშაობს, POLITICO-სთან განაცხადა, რომ მაშინაც კი, როდესაც კონდიციონერი ჩართულია, ტემპერატურა +25.7 გრადუსს შეადგენდა.

სიცხემ კვლავ გაააქტიურა დისკუსია ევროპაში, სახლებსა და ოფისებში კონდიცირების სისტემების ნაკლებობის შესახებ. კონტინენტზე, ოჯახების მხოლოდ ერთ მეხუთედს აქვს კონდიციონერი. ბელგიაში მატარებლების მეხუთედი კონდიცირების გარეშეა, რის გამოც ეროვნულმა სარკინიგზო კომპანიამ პიკის საათებში მრავალი რეისი გააუქმა. ევროპარლამენტიც შეფერხებებს წააწყდა ამ კვირაში – გაგრილების სისტემის მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობის გამო, ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.