— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
მსოფლიო

Politico: ევროკავშირი ირანში ომის გამო მიგრანტების ახალი ტალღისთვის ემზადება

Politico: ევროკავშირი ირანში ომის გამო მიგრანტების ახალი ტალღისთვის ემზადება

ევროკავშირი ირანში მიმდინარე ომის გამო ლტოლვილების ახალი ტალღისთვის ემზადება. ინფორმაციას Politico ოთხი ქვეყნის მიგრაციის საკითხებზე მომუშავე მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ომს გამოქცეული ირანელები ევროკავშირს მიადგებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ მიგრაციის წესები, რომლებსაც ევროკავშირი 10 წლის განმავლობაში ამუშავებდა, ახალ გამოწვევას გაუმკლავდება.

როგორც გამოცემა იუწყება, 2015 წელს ევროპას თავშესაფრის თხოვნით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მაშინ ადამიანები სირიაში სამოქალაქო ომს გაურბოდნენ. 2015 წლის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განხეთქილების მიზეზი გახდა. ამის გამო ბრიუსელმა საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმა ჩაატარა.

ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის ძალაში შესვლამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი, თუმცა ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყება მისი ეფექტიანობის შესამოწმებლად გამოდგება, წერს გამოცემა.

„ევროკავშირს არ შეუძლია ლტოლვილებთან დაკავშირებული ახალი კრიზისის იგნორირება“, – განუცხადა გამოცემას კვიპროსის მიგრაციის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლას იოანიდესმა.

მსგავს კრიზისს „შეუძლია შეამოწმოს ბლოკის ახალი წესების ეფექტიანობა და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – დასძინა მან.