თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

POLITICO: ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს

POLITICO: ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს
European Flag Ruffled Beautifully Waving Macro Close-Up Shot

ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შექმნას განიხილავს – ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პარიზისა და რომის ინიციატივის შემდეგ, ამ გავლენიან თანამდებობაზე წამყვან პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს ასახელებენ.

გამოცემის ცნობით, ევროპის მთავრობები ზეწოლას ახდენენ ევროკავშირზე, რათა დანიშნოს მომლაპარაკებელი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მათ ინტერესებს წარმოადგენს, რადგან შიშობენ, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან შეთანხმებას მათ ზურგს უკან მიაღწევს.

გეგმის მხარდამჭერებმა, მათ შორის, საფრანგეთმა და იტალიამ, უკვე მოიპოვეს მხარდაჭერა ევროკომისიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ამ პოსტის შექმნისთვის, – განუცხადა POLITICO-ს სამმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა, რომლებმაც მიმდინარე კონსულტაციებზე საუბრის გამო, ანონიმურობა მოითხოვეს.

ისინი ამბობენ, რომ ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შეინარჩუნოს თავისი წითელი ხაზები, როგორიცაა უკრაინის პოტენციური მომავალი წევრობა ნატოში, თუ ევროკავშირს მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი ექნება.

„ეს უპრეცედენტო ნაბიჯი მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს იმ მხრივ, თუ როგორ ჩაერთვება ევროპა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით წარმოებულ ორმხრივ მოლაპარაკებებში და ეს ხდება მაშინ, როდესაც კონტინენტი ცდილობს აჩვენოს, რომ მზადაა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ნებისმიერ შეთანხმებაში, რომელიც ოთხწლიან ომს დაასრულებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ბოლო კვირების განმავლობაში გააერთიანეს ძალები, რათა მოუწოდონ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო გარემოცვას, დიპლომატიური არხების გახსნისკენ, მაშინაც კი, როდესაც თეთრი სახლის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია.” – წერს POLITICO.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

1 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

1 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

1 დღის წინ2 წთ