— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

POLITICO: ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხით ამერიკული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით ერთმანეთს უპირისპირდებიან

POLITICO: ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხით ამერიკული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით…


POLITICO
-ს ინფორმაციით, გერმანია და ნიდერლანდები, საფრანგეთს უპირისპირდებიან უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით გამოყოფილი სესხით ამერიკული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყნების უმრავლესობა ეწინააღმდეგება პარიზის მცდელობას, უკრაინის ხარჯები მხოლოდ ევროკავშირის თავდაცვით კომპანიებზე შეიზღუდოს და მიიჩნევენ, რომ კიევს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყენებით აშშ-ისგან იარაღი შეიძინოს.

“ევროკავშირის ქვეყნებმა კიევისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება დეკემბერში, ევროპული საბჭოს სამიტზე დაამტკიცეს, თუმცა ოთხშაბათს ევროპული კომისიის მიერ წარდგენილი წინადადების შემდეგ, კიდევ მოუწევთ ამ დაფინანსების პირობებზე შეთანხმება. ეს ქმნის დაძაბული მოლაპარაკებების საფუძველს პარიზთან, რომელიც ტრანსატლანტიკურ ალიანსში მზარდი განხეთქილების ფონზე ვაშინგტონში თანხების ნაკადის გადინების თავიდან ასაცილებლად, ზომებს იღებს”, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, უპირატესობა მიანიჭოს ევროკავშირის სამხედრო კომპანიებს, რათა გაძლიერდეს ბლოკის თავდაცვითი ინდუსტრია, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ კიევი დაუყოვნებლივ ვერ შეძლებს იმ იარაღის შეძენას, რომელიც რუსული ძალების შეკავებისთვის სჭირდება. ქვეყნების უმრავლესობა, ბერლინისა და ჰააგის მთავრობების ხელმძღვანელობით, პასუხობს, რომ კიევს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ფინანსური პაკეტის ხარჯვისას საკუთარი თავდაცვის დასაფინანსებლად – ამის შესახებ POLITICO-ს მიერ ნანახ პოზიციურ დოკუმენტებშია ნათქვამი.

ეს დაძაბულობა მწვერვალს აღწევს მრავალწლიანი დებატების შემდეგ იმ საკითხზე, უნდა ჩაერთოს თუ არა ვაშინგტონი ევროკავშირის თავდაცვითი შესყიდვების პროგრამებში. დაყოფა კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გრენლანდიის სამხედრო გზით ხელში ჩაგდების მუქარა გააჟღერა.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ საფრანგეთის მცდელობა მკაცრი “იყიდე ევროპული” (Buy European) დებულების შემოღების შესახებ, კიევს ხელებს შეუკრავს და შეზღუდავს მის შესაძლებლობას, თავი დაიცვას რუსეთისგან.

“უკრაინას ასევე გადაუდებლად სჭირდება მესამე ქვეყნების მიერ წარმოებული აღჭურვილობა, განსაკუთრებით აშშ-ში წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემები და ჩამომგდებები, F-16-ის საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, ასევე შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობები”, – წერს ნიდერლანდების მთავრობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც POLITICO-მაც იხილა.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

3 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

4 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

4 სთ წინ5 წთ