— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ – მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი…

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ, – წერს გამოცემა POLITICO.

არმიის გენერალურმა შტაბმა ერთი მეთაური თანამდებობიდან გადააყენა, მეორეს კი ჩამოაქვეითა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში უკიდურესად გამოფიტული ქვეითების ფოტოები გავრცელდა.

აღნიშნული ჯარისკაცები მე-14 ბრიგადაში მსახურობდნენ, ხოლო მათზე პასუხისმგებელ ორ ოფიცერს ბრალად ედება არსებული ვითარების შესახებ ზემდგომი სარდლობისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში, მდინარე ოსკილის გაღმა ფრონტის ხაზზე დისლოცირებული მეორე ბატალიონის ჯარისკაცები წვიმის წყალს სვამდნენ და შიმშილისგან გონებას კარგავდნენ.

„მოწინააღმდეგის სისტემატურმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმებმა მდინარე ოსკილზე არსებულ გადასასვლელებზე მნიშვნელოვნად გაართულა ქალაქ კუპიანსკის მიმდებარედ მყოფი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფა. აქ ჩვენი ქვედანაყოფების მომარაგება მცირე ზომის მცურავი საშუალებებითა და მძიმე უპილოტო საფრენი აპარატებით ხორციელდება“, – ნათქვამია გენერალური შტაბის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მე-14 ბრიგადის მეთაურები საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარების დრონების დარტყმებისგან დაცვაზე მუშაობდნენ, მათ ვერ შეძლეს სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ადგილზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბრიგადის სურსათით მომარაგების პრობლემების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და დაადასტურა, რომ მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რაც შეეხება დაზარალებულ ჯარისკაცებს, „როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, მათი ევაკუაცია განხორციელდება“, – აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიულმა ჯგუფმა – არმიის ქვედანაყოფმა, რომელიც გასულ წელს ხარკოვის ოლქში ჯარების სამართავად შეიქმნა – შექმნილ ვითარებას „საშინელი მართვის სირცხვილი“ უწოდა.

„ეს არის კორპუსის დონეზე მიღებული გრძელვადიანი მმართველობითი გადაწყვეტილებებისა და ქვედანაყოფებთან მისი ურთიერთქმედების შედეგი. ამავდროულად, სხვადასხვა დონეზე ისმოდა მოხსენებები იმის შესახებ, რომ სიტუაცია ორგანიზებული და კონტროლირებადი იყო, რაც, როგორც ყველამ ნახა, რეალობას არ შეესაბამება“, – ნათქვამიაუკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიული ჯგუფის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

2 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

2 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

3 სთ წინ5 წთ