— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
საქართველო

პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 15 თანამშრომელმა გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა

პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 15 თანამშრომელმა გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 15 თანამშრომელმა, სასაზღვრო სექტორების სპეციალისტების (სექტორის ზემდეგი) გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა.
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა.

სწავლება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: სამართლებრივი მომზადება, უსაფრთხოების საკითხები, სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება, ტოპოგრაფია, კვალმაძიებლობა, კავშირგაბმულობა, საცეცხლე და საინჟინრო მომზადება, სასაზღვრო სამსახური, საფინანსო – სამეურნეო უზრუნველყოფა, სამწყობრო მომზადება და სხვა საკითხების.

პროგრამის დასრულების ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ოთარ არშინაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა: „დარწმუნებული ვარ, კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ განიმტკიცეთ პროფესიული უნარ – ჩვევები, აიმაღლეთ ცოდნის დონე, კვალიფიკაცია და უფრო მეტი მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებთ თქვენს საქმიანობას სასაზღვრო სექტორებზე. თითოეული მესაზღვრის საქმიანობა ძალიან დასაფასებელია. ჩვენი პროფესია მეტად საპასუხისმგებლოა, ამიტომ თითოეული თქვენგანის მიერ შესრულებული საქმიანობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და უშეცდომო. კანონის, სამსახურებრივი ინსტრუქციებისა და ეთიკის ნორმების დაცვა – ეს არის მესაზღვრის პირდაპირი ვალდებულება. თქვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ამიტომ მესაზღვრეების პროფესიონალიზმი და წესიერება მთავარი პრიორიტეტია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მესაზღვრეებს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრს კურსის შემუშავებისა და ორგანიზებისთვის“.

პროგრამის დასასრულს, კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ