— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება – უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ

პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება – უკრაინისთვის…

პოლონელი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური გაერთიანება „კონფედერაციის“ წარმომადგენელი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს:

„ძალიან ცუდი ამბები ბრიუსელიდან — ჩვენი გაყვლეფა სურთ❗

აი, ახალი ბიუჯეტი, რომელსაც ევროკავშირის „ელიტები“ მომდევნო 7 წლისთვის გვთავაზობენ❗

ნახეთ, რისთვის უნდა გავიღოთ ფული 👇

100 მილიარდი ევრო უკრაინისთვის (დასაწყისისთვის, რადგან უკვე ამბობენ, რომ ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება).

100 მილიარდი ევრო ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ბიუროკრატიული აპარატის ფუნქციონირებისთვის.

ETS-ის გადასახადიდან — რომელიც პოლონელებს კომუნალურ ხარჯებს უძვირებს — მიღებული შემოსავლების 30% პირდაპირ ბრიუსელს უნდა გადავცეთ.

თამბაქოს აქციზიდან ევროკავშირის ბიუჯეტში თავდაპირველად 4,7 მილიარდი ევრო (დაახლოებით 21 მილიარდი ზლოტი) უნდა გადავრიცხოთ, საბოლოოდ კი ეს თანხა შესაძლოა 8,2 მილიარდ ევრომდე (36 მილიარდ ზლოტამდე) გაიზარდოს.

ასევე უნდა გადავცეთ ელექტრონული ნარჩენების მოსაკრებლიდან, ციფრული მომსახურებისა და ნახშირბადის სასაზღვრო (CBAM) გადასახადებიდან მიღებული თანხები.

თითქოს ეს არ კმაროდეს, გერმანელები სხვა სახელმწიფოების დაფინანსების საკითხებში ვეტოს უფლების გაუქმებასაც მოითხოვენ, რათა მომავალ წლებში ევროკავშირმა ყველა ჩვენგანის ხარჯზე უკრაინაში იმდენი ფული გადაისროლოს, რამდენიც მოესურვება!

და ეს ყველაფერი დაჩქარებული ტემპით ხდება: მართალია, ბიუჯეტის შეთანხმების ვადა მხოლოდ 2027 წლის ბოლოს იწურება, მაგრამ ევრობიუროკრატებს ამ საკითხის მოგვარება საფრანგეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებამდე სურთ!

2028–2034 წლების მთელი ბიუჯეტი ერთი დიდი დაცინვაა!

როგორც ვხედავთ, ათობით მილიარდი ზლოტი, რომელიც პოლონეთის ბიუჯეტში უნდა შედიოდეს, ერთგვარი ხარკის სახით ევროკავშირის ბიუჯეტში აღმოჩნდება.

მხოლოდ თამბაქოს აქციზიდან თითქმის ორჯერ მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკაში ჩვენი წილის მიხედვით გვეკუთვნის!

ვერ წარმომიდგენია, მთავრობა ასეთ უსამართლობას დათანხმდეს.

ეს პოლონეთის გაყვლეფის ბიუჯეტია, რომელსაც მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს!“

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

3 წთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

3 წთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

1 სთ წინ5 წთ