კიევი ევროკავშირის ქვეყნებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანის შესაძლებლობების გაზრდასა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების კომპენსირებისთვის 1,1 მილიარდი ევროს გამოყოფას სთხოვდა.
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის, ტარას ვისოცკის განცხადებით, ამჟამად ევროპული რკინიგზის, ავტომაგისტრალებისა და მდინარის მარშრუტების გავლით საჭირო მოცულობის ნახევარზე ნაკლების გატანა ხერხდება. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, უკრაინაში წელს შესაძლოა 35 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს.
ხოლო ასეთი სიტუაციის გაზაფხულამდე შენარჩუნების შემთხვევაში, სათესი ფართობები შესაძლოა 35-40%-ით შემცირდეს.
რუმინეთში განაცხადეს, რომ პრიორიტეტად საკუთარი ფერმერების ინტერესები რჩება. პოლონეთიც არ გეგმავს უკრაინული აგროპროდუქციის ტრანზიტის გაზრდას.