— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

პოლონეთში აშშ-ის ელჩმა სეიმის სპიკერთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა ნობელის პრემიაზე ტრამპის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარის გამო – დონალდ ტუსკმა ელჩს პატივისცემისკენ მოუწოდა

პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა, პოლონეთის სეიმის სპიკერთან, ვლოძიმიეჟ ჩაჟასტისთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების მხარდაჭერაზე.

“დაუყოვნებლივ ძალაში შესული ინიციატივით, ჩვენ აღარ გვექნება შემდგომი ურთიერთობები, კონტაქტები ან კომუნიკაცია სეიმის მარშალთან, ჩაჟასტისთან, რომლის აღმაშფოთებელმა და არაპროვოცირებულმა შეურაცხყოფამ პრეზიდენტ ტრამპის, მიმართ, სერიოზული დაბრკოლება შექმნა პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და მის მთავრობასთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობებისთვის. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს და შეურაცხყოფა მიაყენოს დონალდ ტრამპს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა პოლონეთისა და პოლონელი ხალხისთვის”, – დაწერა ელჩმა როუზმა X-ზე.

აღნიშნულს გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. დონალდ ტუსკმა აშშ-ის ელჩს შეახსენა, რომ პარტნიორებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და ლექციები არ უნდა წაუკითხონ. 

“ელჩო როუზ, მოკავშირეებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და არა ლექციები წაუკითხონ. ყოველ შემთხვევაში, ასე გვესმის ჩვენ პარტნიორობა პოლონეთში.” – დაწერა ტუსკმა X-ზე.