— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

ყაზბეგის გამზირზე, 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის განახლება მიმდინარეობს

ყაზბეგის გამზირზე, 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის განახლება მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე მონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. ეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელებიც.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

„ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია წესრიგდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა. ასევე დამონტაჟდება განათების ქსელი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. რამდენიმე წლის აქვე არსებული სივრცე – ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი მოვაწესრიგეთ, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ერთი დიდი რეკრეაციული სივრცე გამოდის, რაც ძალიან სასიამოვნოა. პარკი დატვირთულია და უამრავი ადამიანი სტუმრობს. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ გვინდა, უბნების დონეზე შევიდეთ და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მოწესრიგდეს, რათა, პირველ რიგში, იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ გარემო, სადაც დაისვენებენ, ივარჯიშებენ, განიტვირთებიან და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტს, რომლის ღირებულება 600 000 ლარია, საბურთალოს რაიონის გამგეობა ახორციელებს.

სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ