თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ონში, ცაგერსა და ლენტეხში, ხოლო წლის ბოლომდე ამბროლაურშიც დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით კი, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„საქართველოს რეგიონებში სატყეო სამსახურების გაძლიერების და მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, აშენდა ახალი შენობები, გარემონტდა და აღიჭურვა რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისები ცხრავე რეგიონში, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტყესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.