თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

რადიკალები კვლავ ეწევიან დივერსიას ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელიც ხალხის კეთილდღეობისკენ არის მიმართული, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე ფასების რეგულჯრებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის რეაცქიის შეფასებისას.

რადიკალები კვლავ ეწევიან დივერსიას ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელიც ხალხის კეთილდღეობისკენ არის მიმართული, – განაცხადა…

როგორც მან აღნიშნა, ოპიზიცია მთავრობის მეთაურის ინიციატივის შესაფერხებლად, ყველაფერს აკეთებს, ვინაიდან, მათ ყველაფერი ცუდი უნდათ საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის.

“საქართველოს პრემიერმა გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის შექმნისკენაც მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რათა შესწავლილ იქნას და დარეგულირდეს ფასების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში.
მოსალოდნელიც იყო და რადიკალებმა, იმის ნაცვლად, რომ ხალხის მხარეს დამდგარიყვნენ, გადაინაცვლეს იმ ჯგუფების მიმართულებით, რომლებიც ზე-მოგებებზე მუშაობენ და უნდათ, რომ შეაფერხონ ეს პროცესი, რათა ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება და უკეთესობისკენ წავიდეს ეს ყველაფერი. ისინი ჩვეულად აკეთებენ ამას ყოველთვის – უნდოდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ყველაფერი ცუდი უნდათ საქართველოსთვის, თუ რამე შეიძლება თეორიულად მოიფიქრო, რათა მერე ამ
მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ეს არის მათი შემართება და ეს არის წარმოუდგენელი.” – განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერმა ფასებთან დაკავშირებით ინიციატივა გამოაცხადა არა წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ, არჩევნებამდე სამი წლით ადრე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

“მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ
ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო პერიოდში კი არ გამოაცხადა, სამი წელი არის დარჩენილი შემდეგ არჩევნებამდე. ანუ, ეს რაღაც წინასაარჩევნო ტრიუკი კი არ იყო, არამედ, მიზანმიმართული ნაბიჯებია, რომლებსაც ყოველდღე დგამს საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება მას ეს ნაღმები, რომელიც რადიკალებს უნდათ, ჩაალაგონ, რომ ეს საკითხები არ განხორციელდეს, არ გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ცხოვრებას გააუმჯობესებს. მე ასეთი მტრობა საქართველოს მოსახლეობისა და საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ არც გამიგია.” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

1 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

1 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

1 დღის წინ2 წთ