თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიის მიერ შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ ხმის მიცემაზე: კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, პასუხისმგებლობა მოყვება – ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება, გახარიას ფარულავასგან, ცხადია, არაფერი გვიკვირს

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიის მიერ შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ ხმის მიცემაზე: კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ…

ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება, – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, “გახარია -საქართველოსთვის” წევრის, გიგა ფარულავას განმარტებას, თუ რატომ მისცა მისმა პარტიამ ხმა შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ.

ის პასუხობს ფარულავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრი განხილვებსაც ესწრებოდა და მეტიც, მას შშმ პირი ახლდა, რომლის შენიშვნებიც არ იქნა გათვალისწინებული, ამიტომ მისცეს ხმა კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ.

იონათამიშვილის განცხადებით, საკომიტეტო განხილვაზე შენიშვნა ან განსხვავებული მოსაზრება, რომელიმე შშმ პირს არ გამოუთქვამს და პირიქით, ყველა დამსწრე მიესალმა კანონპროექტს. მისივე თქმით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, “შალვა კერესელიძე ძლივს ჩამოვიდა ტრიბუნიდან”, შშმ პირებთან დაკავშირებულ თემაზე კი, ხმა არ ამოუღიათ.

“ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება.

  1. განხილვას რომ ესწრებოდნენ პლენალურ სხდომაზე და ხმა არ ამოუღიათ, კენჭისყრაშიც რომ მიიღეს მობაწილეობა და წინააღმდეგი მისცეს ხმა, ეგ არის ამ პარტიის უპსუხისმგებლობა და სირცხვილი!
  2. კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა და თავი შეეკავებინათ, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მოყვება!
  3. სხვათაშორის, იმავე დღეს, პროდუქტის უსაფრთხოების და საჯარო სამსახურის შესახებ კანონიებში წინააღმდეგი არ დაუფიქსირებიათ. და სხვა საკითხებზე, ბატონი შალვა კერესელიძე ძლივს ჩამოვიდა ტრიბუნიდან.
  4. საკომიტეტო განხილვაზე კანონის პროექტთან დაკავშირებით არც შენიშვნა გამოუთქვამს რომელიმე შშმ პირს და არც განსხვავებული მოსაზრება. პირიქით, ვინც კი ესწრებოდა, ყველა მიესალმა ამ კანონში ვებმისაწვდომობის შესწორებებს.
  5. გახარიას ფარულავასგან, ცხადია, არაფერი გვიკვირს. მან მაგალითად დღეს, შსს მინისტრს უსაყვედურა ნარკოპოლიტიკაზე, მოვაჭრეებს არავინ იჭერს და საზღვარს არავინ აკონტროლებსო, მაშინ, როდესაც მარტო 2025 წელს 2,300 ნარკომოვაჭრეა დაკავებული და თუნდაც იმ ერთი საქმის გახსნა, როდესაც 1 ტონა ჰეროინი ამოიღეს ჩვენმა სამართალდამცველებმა, რომლის საბოლოო დანიშნულებაც ევროპის ქვეყნები იყო, რად ღირს. ანუ ევროპის ქვეყნები მადლობას გვეუბნებიან, ჩვენზეც ზრუნავთო და ეს აშკარად “სხვა ქვეყანაში” ცხოვრობს.
    და ბოლოს, “ვებმისაწვდომობის შესწორებებზე” გვექნება განხილვა მეორე და მესამე მოსმენის ფარგლებში და ველოდები იმ შვიდეულის არგუმენტებს. გამოგვყვნენ მუხლობრივ განხილვაში და თქვან კონკრეტულად რას ეწინააღმდეგენიან და რატომ.” – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის საკითხს ეხება.

https://www.facebook.com/reel/1706962426950381

მსგავსი სიახლეები.

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს… პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

1 სთ წინ3 წთ
ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად

12 სთ წინ3 წთ
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

16 სთ წინ1 წთ