თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად

ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი…

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს “ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას” უწოდებს.

მისი თქმით, სამრთლებრივი არგუმენტების არარსებობიდან გამომდინარე ღარიბაშვილმა თავიდანვე დაანონსა პოლიტიკური “ბრძოლა”, მაგრამ პროცესის და მასში ჩართული პირების ოდიოზურობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. შაქარიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ლაზარე ჯორბენაძის სულიერი ტრაგედიით და მისი გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება და ეს თემა ვერც ყოფილ პრემიერს დაიცავს, ვერც “ნაციონალურ მოძრაობას” გამოადგება.

“მიზეზთა გამო თავს ვიკავებდი კომენტარისგან, სანამ სასოწარკვეთილი კაცის პირადი შურისძიების მცდელობა, ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არ გადაიზარდა.
მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ახალი პარტიის მშენებლობის პროცესში ვარ, რომელმაც ქართულ პოლიტიკას შინაარსი უნდა დაუბრუნოს და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ამიტომ გარკვეულ ეტაპამდე ეს ყველაფერი ჩემი ინტერესის მიღმა იყო. თანაც, პირადი ნაცნობობის და მორალურ-ეთიკური ფაქტორების გამო, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის.
ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და უმნიშვნელოვანეს დროს ანდეს მას ქვეყნის მართვა, თანაც ხელმეორედ(!). მაგრამ ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე.
მართალია ღარიბაშვილმა სამრთლებრივი არგუმენტების არარსებობიდან გამომდინარე თავშივე დაანონსა პოლიტიკური “ბრძოლა”, მაგრამ პროცესის და მასში ჩართული პირების ოდიოზურობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.
მორალს მიღმაა, ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულორება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო. ამ საწყალ კაცს, ვისაც ღარიბაშვილი ახსენებს, ბევრი თბილისელი იცნობდა, მას ხშირად ვხედავდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მუდმივად სხვადასხვა ამპლუაში – ხან სასულიერო პირის,(ცხადია თვითნებურად) ხან პოლიტიკური აქტივისტის და ხანაც მოწყალების მთხოვნელის…
ასეთი ადამიანის სულიერი ტრაგედიით და მისი გარდაცვალებით სპეკულირება ცხადია ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად, უბრალოდ დაიწერება თანამედროვე ქართული პოლიტიკის ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო თავი!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

5 სთ წინ1 წთ
რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს

9 სთ წინ3 წთ
რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს

9 სთ წინ2 წთ