— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ყველაზე ამორალური რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება. გახარიები ამ ფსკერზეც დაეშვნენ, როდესაც კანონს, რომელიც შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის არის გამიზნული, ასე არაკომპეტენტურად და ამორალურად შეეხნენ

რატი იონათამიშვილი: ყველაზე ამორალური რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური…

ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და ამ თემაზე სპეკულაცია. დღეს,  გახარიები ამ პოლიტიკურ ფსკერზეც დაეშვნენ, როდესაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის არის გამიზნული, ასე არაკომპეტენტურად და ამორალურად შეეხნენ-  განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის

იონათამიშვილი „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ, რას ეხება აღნიშნული საკითხი. 

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს საკითხი ეხება მობილური აპლიკაციების მისაწვდომობას, რომელიც შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ამ ბატონებს რომ ჰგონიათ ამ თემით ამ პოლიტიკურ სპეკულაციას რაიმე ეფექტი ექნება…. დავიწყოთ იმით, რომ ხუთი წელია პარლამენტში არიან და ამ ხუთი წლის განმავლობაში ამ თემაზე არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, არც ინიციატივა ჰქონიათ. თუ რაიმე ადარდებდათ და აინტერესებდათ, ხელს ვინ უშლიდა? ინიციირება მაინც მოეხდინათ, მაგრამ- არა. იმიტომ, რომ საერთოდ არ იციან ეს თემა რა არის, წარმოდგენაც არ აქვთ და ახლა პოლიტიკური სპეკულაციით იმიტომ, რომ ორი კვირის უკან მათ დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეს შშმ პირთა მიმართ, ახლა ასეთ ამორალურ ნაბიჯებს დგამენ.

თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ წაკითხული და არც ევროდირექტივები  იმიტომ, რომ მაშინ ამ თემებზე საერთოდ არ ილაპარაკებდით. ისიც არ იცით რამდენი მუხლისგან შედგება გაეროს კონვენცია. უკეთესი იქნებოდა, გეღიარებინათ, ეს იყო შეცდომა, სხვა კანონს აძლევდით წინააღმდეგ ხმას, ვერ წაიკითხეთ რა იდგა კენჭისყრაზე და შეგეშალათ, ამას უფრო გაიგებდა საზოგადოება, რომ გეღიარებინათ ეს შეცდომა. სანამ აქ იქნებით, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ ამ სხდომათა დარბაზში.

თუ ვინმეს არ აქვს ამ თემაზე სალაპარაკო, ეს ადამიანები არიან, რადგან როდესაც სოციალური პაკეტის ინდექსაცია ხდებოდა, გახარია იყო ის, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ინდექსაცია შშმ პირებზეც გაგრძელებულიყო. მხოლოდ 2022 წელს, როდესაც გახარიამ ღალატის აქტი ჩაიდინა, ამის შემდეგ დაინიციირდა შშმ პირთა სოციალური ინდექსაციის საკითხი და პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უყარა კენჭი. ამიტომ, არ ხართ გულწრფელები, უსინდისოდ იქცევით, როცა ამ თემის პოლიტიზებას ცდილობთ იმიტომ, რომ ამ კანონის უკან დგას ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და ის პირიც კი, ვინც თქვენ კომიტეტზე მოიყვანეთ, მანაც კი მადლობა გადაგვიხადა ამ კანონის შემუშავებისთვის. საპარლამენტო ისტორიაში შეხვალთ როგორც ის ადამიანები, რომლებსაც სინამდვილეში, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ფასად სძულთ შშმ პირები და მათთან დაკავშირებული საკითხები“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.  

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია

1 სთ წინ3 წთ
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

1 სთ წინ3 წთ
გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30… პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება

2 სთ წინ2 წთ