— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმანის თემის დასვრა და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ბიძინა ივანიშვილის დავალებით ცა ჩაიკეტაო, არადა, საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი ობსერვატორიიდან

რატი იონათამიშვილი: ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმანის თემის დასვრა და რა მოიგონეს?…

გაჩანაგებული ტერიტორიისგან ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ადგილი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნიკალურ ადგილად – აგენტურულ “მედიას” სიტყვაც კი არ დასცდენია ამ საშვილიშვილო საქმეზე. მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმანის თემის დასვრა, დაზიანება, ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა და წყარომ გვითხრა რომ ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდაო, – წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გარკვევით წერია, რომ საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი ობსერვატორიიდან.

“ბიძინა ივანიშვილმა გაპარტახებული აბასთუმანის გადარჩენა საკუთარ თავზე აიღო – აგენტურულ “მედიას” არაფერი გაუშუქებია;
პირადი სახსრებით აღადგინა უნიკალური ობსერვატორია – აგენტურულ “მედიას” არაფერი გაუშუქებია;
საკუთარი ინვესტიციებით უნიკალური კურორტი გახადა მიმზიდველი ბიზნესისთვის – აგენტურულ “მედიას” არაფერი გაუშუქებია;
დაიწყო ფილტვის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და მისთვის უნიკალური სამედიცინო ფუნციის დაბრუნება – აგენტურულ “მედიას” არაფერი გაუშუქებია;
საქართველოს მთავრობამ სრულად გაარემონტა კურორტის შიდა გზები – აგენტურულ “მედიას” არაფერი გაუშუქებია;
დაიწყო ორი ახალი სასტუმროს მშენებლობა, რამაც კურორტს შესძინა ტურისტული დანიშნულება – აგენტურულ “მედიას” არაფერი გაუშუქებია;
მოკლედ რომ ვთქვა – გაჩანაგებული ტერიტორიისგან ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ადგილი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნიკალურ ადგილად – აგენტურულ “მედიას” სიტყვაც კი არ დასცდენია ამ საშვილიშვილო საქმეზე.
მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმანის თემის დასვრა, დაზიანება, ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა და წყარომ გვითხრა რომ ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდაო.
არადა ამ დროს გარკვევით წერია, რომ საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი ობსერვატორიიდან.
“მედიასა” თუ “პოლიტიკაში” ჩაბუდებულ აგენტურას კი ერთ რამეს ვეტყვი – თქვენნაირი ამორალური ხალხისთვისაც კი უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რის იქითაც ფსკერს აღარ უნდა ხვრეტდეთ…” – წერს იონათამიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

7 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

10 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

11 სთ წინ2 წთ