— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

Reuters: ევროკომისია განიხილავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული, თუმცა, არასრულფასოვანი წევრობის იდეას

Reuters: ევროკომისია განიხილავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული, თუმცა, არასრულფასოვანი წევრობის იდეას

სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკომისია განიხილავს წინადადებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების საშუალებას მისცემს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, თუმცა თავდაპირველად სრული წევრობის უფლებების მინიჭების გარეშე.

სტატიის ავტორის თქმით, ევროკავშირში ბევრი ამ იდეას „სრულიად არარეალურად“ მიიჩნევს, რადგან გაწევრიანება ამჟამად დამსახურებაზეა დაფუძნებული და მხოლოდ ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტაციის პროგრესით იწყება.

დიპლომატების თქმით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება 2027 წელს შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის განხილულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში იყო ასახული, როგორც ღონისძიება უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ომის დასრულების შემდეგ.

თუმცა, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს ან ნებისმიერი სხვა თარიღი, სრულიად არარეალურია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება ამჟამად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რომელიც წინ მიიწევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის. ბლოკში გაწევრიანება ასევე მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თანხმობას.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვართ, ვიდრე მაშინ, როდესაც გაწევრიანების წესები პირველად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, უკრაინა და სხვა პოტენციური კანდიდატი ქვეყნებიც სწრაფად გაწევრიანდებიან ევროკავშირში და შემდეგ მიიღებენ „ეტაპობრივ წვდომას“ ხმის მიცემის უფლებაზე.

როგორც Reuters-ი იუწყება, უკრაინა 2022 წლის თებერვლიდან ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და იმავე წლის ივნისში გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მოლაპარაკებები კი 2023 წლის ბოლოს გაიხსნა.

როგორც წესი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წლები გრძელდება. პოლონეთს, რომელსაც დაახლოებით უკრაინის მოსახლეობის რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, მოლაპარაკებები დასასრულებლად და ყველა საჭირო სამართლებრივი ცვლილებისთვის განსახორციელებლად ომის გარეშე 10 წელი დასჭირდა, რათა 2004 წელს 9 სხვა ქვეყანასთან ერთად გაწევრიანებულიყო.

თუმცა, ევროკომისიის ზოგიერთი წევრი ამტკიცებს, რომ პოლიტიკურად, უკრაინას ამდენი დრო არ აქვს, რადგან უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს ტერიტორიულ დანაკარგებს კიევისთვის, და ეს უკრაინელებისთვის რთულად მისაღები იყოს, განსაკუთრებით შესაძლო რეფერენდუმის პირობებში.