— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

Reuters: რეკორდული წვიმის გამო ათასობით მგზავრი ტოკიოს აეროპორტში ჩარჩა. წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა, არის მსხვერპლი

Reuters: რეკორდული წვიმის გამო ათასობით მგზავრი ტოკიოს აეროპორტში ჩარჩა. წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა, არის…

იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩიბას ზოგიერთ ნაწილში 24 საათის განმავლობაში 360 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა. სააგენტოს მიხედვით, დადასტურებულია ოთხი ადამიანის დაღუპვა, ხოლო ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

22 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო ასობით ადამიანმა ღამე დროებით ევაკუაციის ცენტრებში გაატარა. რკინიგზის მუშაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა მოგვიანებით ნარიტასა და ტოკიოს დამაკავშირებელი ზოგიერთი მატარებლის მოძრაობა აღდგა, რამაც საცობების შემცირებას შეუწყო ხელი.

ნარიტას აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეისები ჩვეულებრივად სრულდებოდა, თუმცა ავიაკომპანია Japan Airlines-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა ზოგიერთი რეისი დაგვიანდეს, მაგრამ ფრენების გაუქმება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

ამასთან, როგორც Reuters-ი იუწყება, სამაშველო სამუშაოებში სამხედრო მოსამსახურეებიც ჩართეს, რადგან ხელისუფლება წყალდიდობას და რეგიონში ტრანსპორტის მნიშვნელოვან შეფერხებებს ებრძოდა.