— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა

Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით…
JPG resized with https://ezgif.com/resize

უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა, – წერს საუნფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

„მათ არ სურთ იმ პრობლემების „პანდორას ყუთის“ გახსნა, რომლებიც, მათი შიშით, შესაძლოა სწრაფ გაწევრიანებას მოჰყვეს“, – ნათქვამია სტატიაში.

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ რუსეთთან ომის დასასრულებლად გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანების თარიღად 2027 წელი განისაზღვროს.

თუმცა, დიპლომატების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა – მათ შორის ისეთმა გავლენიანმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია – პირად საუბრებში სკეპტიციზმი გამოხატეს გაწევრიანების პროცესის შესაძლო რეფორმის მიმართ.

სააგენტო Reuters-ი რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს ესაუბრა. მათგან ბევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დედაქალაქებში ამ იდეის მიმართ გარკვეული მერყეობა შეინიშნება.

მათი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ თუ უკრაინა და სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრობას წინასწარვე მიიღებენ, ისინი აღარ გააგრძელებენ რეფორმების გატარებას, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლას